ახალი ამბები
ავტოსაგზაო შემთხვევას წალენჯიხაში მსხვერპლი მოჰყვა
წალენჯიხაში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ერთმანეთს შეეხაჯა მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი. "ლაივპრესის" ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი მგზავრი. მოტოციკლის მძღოლი გადაყვანილია საავადმყოფოში.

მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქრთველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.