ახალი ამბები
წავედით, რომ რაიმე ინციდენტი არ მომხდარიყო - ედიტა კოდუა, საკრებულოს წევრი
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ედიტა კოდუა ადასტურებს, რომ იმყოფებოდა სამტრედიაში აქციაზე, სადაც მოქალაქეებმა თბილისში მიმავალ ენმ-ის მხარდამჭერთა ავტოკოლონას "სირცხვილის კორიდორი" მოუწყვეს. მისი განცხადებით, შემთხვევით შეიტყო იმის შესახებ, რომ ეს ადამიანები სამტრედიაში აქციის მოწყობის მიზნით მიდიოდნენ და რაიმე ინციდენტი რომ არ მომხდარიყო, საჭიროდ ჩათვალა გაყოლა. მან "ლაივპრესს" უთხრა, რომ თავად ხელში ცოცხი არ სჭერია და არც შეურაცხყოფა მიუყენებია ვინმესთვის.

"მშვიდობიანი აქცია ჰქონდათ მოქალაქეებს და ინციდენტი რომ არ მომხდარიყო, ამიტომ წამოვყვევით ჩვენ (საკრებულოს წევრები). ჩვენ ყველა ზუგდიდელები ვართ და ეს რომ დასრულდება, ერთად უნდა ვიცხოვროთ ისევ და არ მინდოდა ინციდენტი მომხდარიყო. მოქალაქეებს სურდათ წასვლა და შემთხვევით შევიტყვე. ვისაც სურვილი ჰქონდა, ჩვენ ვერ დავუშლიდით წასვლას. მათ მოაწყვეს სირცხვილის დერეფანი", - გვითხრა ედიტა კოდუამ.

მისი სიტყვებით, მოქალაქეების მშვიდობიანი აქცია დასრულდა და ინციდენტი არ მომხდარა. ახლა კი უკან, ზუგდიდში ბრუნდებიან.

საკრებულოს წევრ თაზო ფაცაციას განმარტებით, მანაც შეიტყო, რომ ახალგაზრდები აპირებდნენ ამ ფორმით აქციის შინაარსის გაპროტესტებას და მათ "დასაწყნარებლად წავიდნენ", იმისთვის, რომ რამე არ მომხდარიყო. მისი ინფორმაციით, აქციის მონაწილეებს შორის იყვნენ პოლიტპატიმრები და მათი შვილები.

თაზო ფაცაციამ არ იცის ვინ იყო აქციის ორგანიზატორი, თუმცა როცა გაიგეს აქციას აპირებდნენ, გაყვნენ.

"ყველგან წავალ, სადაც შეიძლება ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის გაპროტესტება", - უთხრა თაზო ფაცაციამ "ლაივპრესს".

თავის მხრივ, საკრებულოს წევრ ზაზა პროკოპენკოს თქმით, მათ ამ ფორმით კიდევ ერთხელ უთხრეს უარი ნაციონალურ მოძრაობას, რომლის მმართველობის პერიოდს ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა, ტერორი უკავშირდება.

ენმ-ის წარმომადგენელ ანა წითლიძის განცხადებით, სამეგრელოდან თბილისში, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად მიმავალი კოლონები 30 ადამიანმა გააჩერა სამტრედიასთან და გზა გადაუკეტეს ცოცხებით ხელში. მათ შორის იყვნენ საკრებულოს წევრებიც.

სამეგრელოდან თბილისში, 18:00 საათზე დაანონსებული აქციის მონაწილეები დღეს დილით გაემგზავრნენ.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.