ახალი ამბები
რუსთავის ციხეში ხანძარი ლოკალიზებულია
პენიტენციური სამსახურის განცხადებით, რუსთავის N17 სასჯელაღსრულების დაწესებულების სამზარეულოში ხანძარი ლოკალიზებულია. ხანძრის შედეგად, დაწესებულებას ელექტროენერგიის მიწოდება ამ ეტაპზე შეწყვეტილი აქვს. მათი ცნობით, როგორც კი დაწესებულებაში ელექტროენერგია აღდგება ყველა მსჯავრდებულს ოჯახის წევრებთან დაკავშირების შესაძლებლობა მიეცემა.

ელექტროენერგიის აღდგენისთანავე ყველა პატიმარს ოჯახის წევრებთან დაკავშირების შესაძლებლობა მიეცემა.

N17 დაწესებულების სამზარეულოში ხანძარი დაახლოებით 14:20 საათზე გაჩნდა.

"სამზარეულო მსჯავრდებულების საცხოვრებელი კორპუსიდან მოშორებით მდებარეობს. აქვე განმარტავთ, რომ N17 დაწესებულება საკმაოდ მოშორებით მდებარეობს რუსთავში მდებარე სხვა პენიტენციური (N 5, N 6, N 12, N 16) დაწესებულებებისგან და შესაბამისად ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს", - ნათქვამია განცხადებაში.

ამ ციხის მომიჯნავედ ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაა, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება.