ახალი ამბები
გვჭირდება დიდი შერიგება და ამისთვის უნდა ვიყოთ მზად - სააკაშვილის წერილი აქციის მონაწილეებს წაუკითხეს
FaceBook Twitter
E-mail Print
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რუსთავის მე-18 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან წერილს აქვეყებს, რომელიც თავისუფლების მოედანზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს ნიკა გვარამიამ წაუკითხა:

"მოგესალმებით სამარტოო საკნიდან ტელეეკრანის შემყურე. დარჩენილ სიცოცხლეს გავცვლიდი იმაში, რომ ახლა თქვენთან ერთად ვიყო, ჩვენს მრავალათას თანამემამულესთან, საიდანაც ერთი ხელის გაწვდენაზე ვარ, მაგრამ მაინც ვერ გიერთდებით. ვერ გიერთდებით ჯერ. ჩემი უპირველესი ნატვრა და სურვილია, ქართველებს ჰქონდეთ სახელმწიფო, გამორჩეული თავისუფლებით და კეთილდღეობით, სამართლიანობით და დაცულობით. უძველეს ევროპელებს უნდა გვქონდეს ევროპა, სხვა ევროპულ ქვეყნებში კი დავდიოდეთ ტურისტებად, სასწავლებლად, ბიზნესის საკეთებლად. მაგრამ ყოველთვის უნდა ვბრუნდებოდეთ შინ, როგორც მე დავბრუნდი შინ. ჩვენს სამშობლოში უნდა ვბრუნდებოდეთ ყველანი, რომლთაც ვიამაყებთ და სადაც ცხოვრება იქნება შესანიშნავი.

რატომ ვარ დღეს საქართველოში? მე აქ ვარ, რადგან ვერ ვიქნები ბედნიერი თუნდაც ჩემთვის ძალიან ახლობელ უკრაინაში, ვერ ვიქნები სხვაგან, როცა ამდენ სისატიკეს და უბედურებას ვხედავ ჩემს უსაყვარლეს სამშობლოში. უემოციოდ ვერ ვუყურებ, ჩვენი ქვეყნიდან მასობრივად როგორ გარბის ხალხი და როგორ ცარიელდება საქართველო ყველაზე ნიჭიერი, მშრომელი და წესიერი ადამიანებისგან. ვერ ვიქნები ჩვენი სამშობლოს განადგურების გვერდიდან მაყურებელი. ამას სიკვდილიც მირჩევნია. ამიტომაც ვარ აქ და მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი დავრჩე და ამით ჩემი წვლილი შევიტანო რეჟიმის დამარცხებაში, ჩემი წვლილი შევიტანო ქართველი ხალხის ბრძოლაში, სიღარიბის, კორუფციის, უსამართლობის, ნგრევის წინააღდეგ, ქართველ ხალხთან ერთად წინ აღვუდგე ივანიშვილის რეჟიმს, რომელიც პუტინის რუსეთში მიათრევს ჩემს სამშობლოს. ყველამ ერთად არ უნდა დავუშვათ ეს და ყველა ერთად საქართველო უნდა დავაბრუნოთ დასავლეთისკენ მიმავალ გზაზე. ვაქციოთ დემოკრატიის, რეფორმების და განვითარების შუქურად, ისტორიას ჩავაბაროთ ის სიბნელე, სიღატაკე, უსამართლობა და ნგრევა, რომელიც ივანიშვილის "ოცნებამ" მოიტანა. ამისთვის, ყველანი უნდა გავერთიანდეთ ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ, ცხეში მყოფნი და თავისუფლებაზე მყოფნი.

ახლა არანაირი ნიშნით დაყოფის დრო არ არის. არც პარტიული, არც რაიმე სხვა ნიშნით. საქართველოს გამოხსნის და გადარჩენის დროა. და ამისთვის ყველაზე საჭირო დროს ერთიანობაა. ძალიან მნივნელოვანია გავაცნობიეროთ, რომ ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს ქვეყანას სჭირდება დიდი შერიგება და ამისთვის უნდა ვიყოთ მზად. ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია შევწყვიტოთ ერთმანეთის დამცირება და ზიზღის ფრქვევა ერთმანეთის მიმართ, მივუტევოთ ერთმანეთს. ამას ვწერ ციხის საკნიდან უკანონო პატიმარი, მაგრამ გარეთ პირველ რიგში ამ სულისკვეთებით ვიმოქმედებ. კიდევ ერთი რევანში და შურისძიება მორალურად გაანადგურებს ჩვენს საზოგადოებას და საბოლოოდ დაანგრევს ჩვენს ქვეყანას. წინ დიდი ცვლილებები გველის, მაგრამ ამისთვის ყველანაირი წყენა უნდა დავივიწყოთ. გვერდზე გადავდოთ ჩვენი ნეგატიური ემოციების ტვირთი, რადგან ამის მოშორების გარეშე ჩვენი ქვეყანა წინ ვერ წავა. ერთმანეთზე გაბოროტებულ საზოგადოებას არასდროს დაუყენებია პროგრესის გზაზე საკუთარი ქვეყანა, არასდროს შეუქმნია რამე ფასეული და ყოველთვის დამარცხებულა საკუთარ ბზრაზთან და აგრესიასთან.

ცივილიზებული ქვეყანა ვერ იქნება დაფუძნებული შუღლზე და თუ ჩვენ გვინდა ცივილიზებული ქვეყანა, მაშინ აუცილებლად გვჭირდება დიდი შერიგება და უარი რევანშსა და შურისძიებაზე. გვეყოფა მარცხი, ძირს ხელჩამოშვებულება და ნიჰილიზმი", - წერს სააკაშვილი.

მისი მხარდამჭერი აქცია გრძელდება. შეკრებილები ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვენ. აქციას მანიფესტანტები სამეგრელოდანაც შეუერთდნენ.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
თბილისში, EU4Culture საქართველოში ევროკავშირის
წარმომადგენლობის მხარდაჭერით, გაიმართება პრესკონფერენცია
13:37 / 30.11.2021
თბილისში, EU4Culture საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მხარდაჭერით, გაიმართება პრესკონფერენცია
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ქვეყნის სხვადასხვა
რეგიონში უკანონო ცეცხლსასროლი
12:37 / 30.11.2021
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში უკანონო ცეცხლსასროლი
რუხის კოვიდ კლინიკაში ზუგდიდის სამი მცხოვრები გარდაიცვალა.
11:52 / 30.11.2021
რუხის კოვიდ კლინიკაში ზუგდიდის სამი მცხოვრები გარდაიცვალა.
საქართველოში კორონავირუსზე გამოიკვლიეს 53 834 პირი. მათგან ვირუსი
5050 ახალი შემთხვევა
10:44 / 30.11.2021
საქართველოში კორონავირუსზე გამოიკვლიეს 53 834 პირი. მათგან ვირუსი 5050 ახალი შემთხვევა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
ქალთა გაძლიერებისთვის მებრძოლი ფერმერი სოფელ კახათიდან [ვიდეო]
დილაადრიან, როცა ჯერ კიდევ ბნელა და მხოლოდ მამლების
„ჩემი მორდუ“ -  როგორ მუშაობს რეგიონში პირველი ხანდაზმულთა ცენტრი [ვიდეო]
თამაშში ყველაზე მეტად მე მიმართლებს და ვიგებ კიდევაც,
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.