თუ 30 ოქტომბერს გაიმეორებ იმას, რაც გააკეთე 2 ოქტომბერს, აქ მთელი საქართველო შევიკრიბებით - მელია ივანიშვილს
თუ შენ 30 ოქტომბერს გაიმეორებ იმას, რაც გააკეთე 2 ოქტომბერს, ჩვენ,
მთელი საქართველო
შევიკრიბებით თავისუფლების მოედანზე, რუსთაველის გამზირზე და შენზე
იქნება დამოკიდებული, ვიზეიმებთ გამარჯვებას, რომლის მოპოვებაში შენ
ხელი არ უნდა შეგვიშალო, თუ ჩვენ დავიცავთ ამ ქვეყნის მომავალს და
ღირსებას, - ამ სიტყვებით მიმართა ენმ-ის ლიდერმა ნიკა მელიამ ბიძინა
ივანიშვილს. მისი თქმით, ერთადერთი გეგმა რაც აქვთ, ეს გამარჯვებაა და
სხვა არაფერი. ამისთვის კი, არ უნდა დაიზარონ და გადანაწილდნენ
საარჩევნო უბნებზე, დამკვირვებლებად და წარმომადგენლებად, იქ უნდა
აღმართონ "მშვიდობიანი, ცოცხალი კედელი, რომ პარაზიტებმა ვერ მოიპარონ
ამ ქვეყნის მომავალი".
ნიკა მელიას განცხადებით, ნურავის ექნება იოტისოდენა იმედიც კი, რომ ვინმე შეეგუება მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას. ამიტომ, ბრძოლა მის გათავისუფლებამდე გაგრძელდება.
"ჯამბაზებს ქვეყნის მესამე პრეზიდენტი გამოკეტილი ჰყავთ ციხეში. ჩვენ მშვიდად ვერ ვიქნებით, ხელებს არ ჩამოვუშვებთ, ვიდრე სამართლიანობა არ იზეიმებს. დღეს ყველა, გარდა სამარცხვინო, მოღალატე ხელისუფლებისა, გარდა ოკუპანტებისა, გარდა კრემლის პროპაგანდისტული არხებისა, ყველა სოლიდარულია მიხეილ სააკაშვილის მიმართ..
ერთად უცხოელმა ჟურნალისტმა მკითხა, რას უკავშირებთ ამ რაოდენობის ადამიანის გამოსვლას ქუჩაშიო. იცით, ყველაფერთან ერთად ძალიან ბევრი ქართველი მიხვდა, რომ ხელიდან გვეცლება ამ ქვეყნის სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და თავისუფლება, რეალურად ეს საფრთხე აქვს დღეს ქართველს. ოლიგარქმა ამ საფრთხის წინაშე დაგვაყენა ჩვენ და სხვანაირად მოქცევა არ შეგვეძლო. იმაზე ბევრნი ვართ, ვიდრე ყველას წარმოედგინა, რადგან ისტორიულად ქართველ ერს ახასიათებს ყველაზე მაგარი თვისება, გარდამტეხ მომენტში ჩვენ შეგვიძლია ერთიანობა, ხელი ჩავკიდოთ ერთმანეთს და თავისუფლების მოედანზე, სადაც სული დალია უამრავმა ქართველმა წინაპარმა, რათა თავისუფლად ჯერ კიდევ საქართველოს დროშებს ეფრიალა, ამ დროშების დაწევის უფლებას არავინ არავის მისცემს და ამიტომ ვართ აქ ბევრი", - მიმართა აქციის მონაწილეებს ნიკა მელიამ.
მისი თქმით, დღეს მთელმა მსოფლიომ დაინახა, თუ რას ნიშნავს ქართველი ხალხი და ხელის გაწვდენაზეა გამარჯვებაც, რომელსაც ბიძინა ივანიშვილს არ გაატანენ.
თავისუფლების მოედანზე რამდენიმესაათიანი შეკრება საქართველოს ჰიმნით დასრულდა. აქციას სხვადასხვა რეგიონიდან, მათ შორის სამეგრელოდანაც შეუერთდნენ მანიფესტანტები.