ახალი ამბები
რუსთავის ციხეში გაჩენილ ხანძარს ორი ადამიანი ემსხვერპლა
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში, ხანძრის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა.

ციხის სამზარეულოს ცეცხლი გუშინ, 14 ოქტომბერს გაუჩნდა. საღამოს პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ ცეცხლი ლოკალიზებული იყო.

ხანძრის შედეგად ციხეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. ამ ციხის მომიჯნავედ ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაა, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება.

ჯერჯერობით უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზები.