ახალი ამბები
315 პირს დაუდასტურდა სამეგრელოს რეგიონში კორონავირუსი
ინფიცირების 3 270 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 920 შემთხვევა, აჭარა - 178, იმერეთი - 700, ქვემო ქართლი - 191, შიდა ქართლი - 149, გურია - 86, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 315, კახეთი - 586, მცხეთა-მთიანეთი - 50, სამცხე-ჯავახეთი - 64, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 31.

ამ ეტაპზე, ქვეყნის მასშტაბით ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 34 394, საიდანაც, 5 153 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 747, აჭარაში - 470, იმერეთში - 1 255.

მძიმეა 1 154 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა. თბილისში - 371, აჭარაში - 81, იმერეთში - 412.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 262 მოქალაქე. მათგან თბილისში - 144, აჭარაში - 18, იმერეთში - 29.

907 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. აქედან, 515 - თბილისში, 189 - აჭარაში.

28 334 პირი ვირუსს სახლში მკურნალობს.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 64 ადამიანი. თბილისში - 59, ხოლო აჭარაში - 5.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 14 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია 25 256 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 26 271 ადამიანი.