ახალი ამბები
რუხის კლინიკაში კორონავირუსით 57 წლის ქალი გარდაიცვალა
ბოლო 24 საათში სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსით ერთი პაციენტი, სენაკის მკვიდრი 57 წლის ქალი გარდაიცვალა. ის მკურნალობას რუხის კლინიკაში გადიოდა.

ბოლო დღე-ღამეში რეგიონში კორონავირუსის 315 ახალი შემთხვევა აღირიცხა. გამოჯანმრთელდა კიდევ 195 პაციენტი.

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის კოვიდ კლინიკებში მკურნალობას აგრძელებს 445 პაციენტი. მძიმეა 39-ის მდგომარეობა.

დეტალურად: რუხის კლინიკაში იმყოფება - 193, მათ შორის მძიმეა 34 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა;

ფოთის კლინიკაში იმყოფება - 30 პაციენტი;

სენაკის კლინიკა "სენამედში"41 კოვიდ პაციენტი;

ფოთის კლინიკა "ბომონდში" - 30. მათ შორის მძიმეა 3;

აბაშის "ევექსის" კოვიდ კლინიკაში - 22 პაციენტი;

სენაკის "ლაზიკა მედიში" - 91, მათ შორის მძიმეა 2 და საშუალო სიმძიმის 74;

მარტვილის "ევექსის" კლინიკაში - 21;

წალენჯიხის "ევექსის" კლინიკაში - 17 პაციენტი.

რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება 28 კოვიდ ინფიცირებული მოქალაქე.

15 ოქტომბრის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის 3 270 შემთხვევაა. კიდევ 26 პაციენტი გარდაიცვალა. გამოჯანმრთელდა 1298 პირი.