დაღუპული პატიმრები ციხის სამეურნეო ნაწილში მუშაობდნენ - პენიტენციური სამსახური
სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს N17
დაწესებულებაში
მომხდარ ხანძარზე და მწუხარებას გამოთქვამს ორი პატიმრის, რომან
ქრისტესიაშვილის და ილია ხიპაშვილის დაღუპვის გამო. ორივე დაღუპული
დაწესებულების სამეურნეო ნაწილში იყო დასაქმებული.
მათივე ცნობით, კვამლის ინტოქსიკაციის შედეგად მსუბუქად დაშავდა იმ კომპანიის რამდენიმე თანამშრომელი, რომელიც პენიტენციურ სამსახურს საკვებით ამარაგებს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
"დაწესებულების სამზარეულოს ნაწილში აალება ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზების გამო, დაახლოებით, 14:20 საათზე მოხდა. აღსანიშნავია, რომ სამზარეულო მსჯავრდებულების საცხოვრებელი კორპუსიდან მოშორებით მდებარეობს და არ არსებობდა საფრთხე ხანძრის გავრცელების.
ამ ეტაპზე ხანძარი ლიკვიდირებულია.
მომხდარის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა სახელმწიფო ინსპექტორს სამსახურს. ასევე ინფორმირებულია იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია.
ხანძრის გამომწვევი მიზეზების და გარემოებების დადგენა მოხდება მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში", - ნათქვამია განცხადებაში.
პენიტენციური დაწესებულება იმ ციხეს ემიჯნება, სადაც სასჯელს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი იხდის.