ახალი ამბები
დავით ქირიამ მოიგო გერმანლ კიკბოქსიორთან ბრძოლა [ვიდეო]
ზუგდიდელმა კიკბოქსიორმა დავით ქირიამ მოიგო გერმანელ ენრიკო კელთან დაპირისპირება და შეჯიბრის ნახევარფინალშია. ბრძოლა სინგაპურში გაიმართა და ცოტა ხნის წინ დასრულდა. ქართველმა სპორტსმენმა მოწინააღმდეგე ტექნიკური ნოკაუტით პირველივე რაუნდში დაამარცხა, ბროლის დასრულების შემდე, მან მადლობა გადაუხადა ოჯახს, მწვრთნელ ბაჩუკი ფარცვანიას და მენეჯმენტს. მისი თქმით, თავს შესანიშნავად გრძნობს და მზად არის მომავალი ბრძოლებისთვის.


დავით ქირიამ გულშემატკივარს ქართულადაც მიმართა:

"მადლობა საქართველო. ჩვენ გავიმარჯვეთ და ბოლომდე მივიყვანთ საქმეს".

One chempionship-ის გრან პრიზე 8 სპორტსმენი მონაწილეობს. შეჯიბრის საპრიზო ფონდი მილიონი დოლარია.

დავით ქირია მსოფლიოს სამგზის ჩემპიონია.