„თავისუფლება მიშას“ და „ჯალათი ციხეში“ - თბილისსა და რუსთავში საპროტესტო აქციები გაიმართა
პარტია "ქართული ოცნების" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის
ბიზნესცენტრთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის
გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეებს "სტიკერების" გაკვრის საშუალება არ მისცეს. ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. მედიასაშუალებები იუწყებიან, რომ დაკავებულია რამდენიმე პირი.
აქციის მონაწილეები ამ წუთებში რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებისკენ მიემართებიან, სადაც მიხეილ სააკაშვილია მოთავსებული. სწორედ აქ მანამდე ყოფილი პრეზიდენტისთვის სამუდამო პატიმრობის მისჯის და მისი დაფუძნებული პარტია "ნაციონალური მოძრაობის" აკრძალვის მოითხოვნით გაიმართა აქცია.
მასში მონაწილეობას იღებდნენ ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ ენმ-ის ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაზარალდნენ. აქციაზე სიტყვით გამომსვლელთა შორის იყო ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი. კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის ძმა, თორნიკე მოლაშვილი.
საპროტესტო აქციაზე მისული ადამიანების განცხადებით, შეკრება პოლიტპატიმრების და მათი ოჯახის წევრების მიერ იყო ორგანიზებული.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკშვილი უკრაინიდან საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს. ყოფილი პრეზიდენტი რუსთავის #12-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.
პროკურატურის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება. გარდა ამისა, სააკაშვილი ბრალდებულია "ტელეიმედის" დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი - 9 024 367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე და ამ საქმეებზე მიმდინარეობს განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში.