TI საქართველო აცხადებს, რომ არჩევნებზე მათი მნიშვნელოვანი საჩივრები და სარჩელები არ დაკმაყოფილებულა
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" 2 ოქტომბრის არჩევნების
დღეს და მის შემდეგ დაწერილ საჩივრებთან დაკავშირებით შემაჯამებელი
ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც მთლიანობაში, საოლქო
საარჩევნო კომისიებსა და სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოებს
ორგანიზაციის არც ერთი მნიშვნელოვანი საჩივარი/სარჩელი არ
დაუკმაყოფილებიათ.
ორაგანიზაციის ცნობით, მათ ჯამში საარჩევნო კომისიებში 42 საჩივარი დაწერეს, სასამართლოებში 7 სარჩელი შეიტანეს, ხოლო 4 შემთხვევაში პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს.
"საბოლოოდ, აქედან საოლქო საარჩევნო კომისიებმა და სასამართლოებმა დააკმაყოფილეს 4 საჩივარი და 1 სარჩელი, რომლებშიც მოთხოვნილი იყო საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლის მიმართ დისციპლინური ზომის გატარება. რაც შეეხება ოქმებში არსებული დისბალანსის გამო მოთხოვნილი ბიულეტენების ხელახალ გადათვლას, გასაჩივრებული 12 უბნიდან ჩვენი მოთხოვნით არც ერთი, მაგრამ საკუთარი ინიციატივით ან შემთხვევითი შერჩევით საოლქო კომისიებმა 7 უბანი გადაითვალეს. მთლიანობაში, საოლქო საარჩევნო კომისიებსა და სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" არც ერთი მნიშვნელოვანი საჩივარი/სარჩელი არ დაუკმაყოფილებიათ", - აცხადებენ ორგანიზაციაში.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს"მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში განხილულია ის საჩივრები, რომლებსაც ორგანიზაციის მტკივებით, დარღვევის ამსახველი ვიდეო მტკიცებულებებიც ახლდა, რაც არ აღმოჩნდა საკმარისი საჩივრის/სარჩელის დასაკმაყოფილებლად.
ინფორმაციაში ასევე საუბარია ზუგდიდის მე-11 მაჟორიტარულ ოლქზე სადაც 4 უბნის ბატილი ბიულეტენების გადათვლის შემდეგ მონაცემები "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის სასარგებლოდ შეიცვალა.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" 2021 წლის 2 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებს 300-მდე დამკვირვებლის მეშვეობით გაუწია მეთვალყურეობა.