ახალი ამბები
ენგურჰესის დირექტორი ოკუპანტებთან საარჩევნოდ ხიდის ჩაკეტვაზე მუშაობს - ენმ
FaceBook Twitter
E-mail Print
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" განცხადებით, "ენგურჰესის" გენერალური დირექტორი ლევან მებონია და სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ჯონი ჭანია, ჩართულები არიან დევნილებისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევის პროცესში. პარლამენტარმა ანა წითლიძემ ამის შესახებ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, მიზანი ის არის, რომ იძულებით გადაადგილებულმა პირებმა ვერ შეძლონ 30 ოქტომბერს, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა. საგანგაშო, წითლიძის მტკიცებით ამ ყველაფერში არის შემდეგი - ეს ადამიანები მოლაპარაკებებს აწარმოებენ რუს ოკუპანტებთან ხელისუფლების დავალებით, რომ არჩევნების დღეს ენგურის ხიდი ჩაიკეტოს და აფხაზეთის მცხოვრებლებმა ვერ შეძლონ თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა. ენმ-ის წარმომადგენლის თქმით, დევნილები ოპოზიციის მხარდამჭერები არიან და ეს ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცის. ამიტომაც არ სურთ მათი მეორე ტურში მონაწილეობა.

"ლევან მებონია და ჯონი ჭანია არიან "ქართული ოცნების" წევრები, რომლებიც ამ არჩევნებში, როგორც კანდიდატები და მათი ოჯახის წევრები, როგორც კანდიდატები, ისე იღებდნენ მონაწილეობას. შესაბამისად, ეს ადამიანები წარმოადგენენ მხარეს, რომლებიც ახლა სჩადიან დანაშაულს ქვეყნის და საკუთარი ხალხის წინაშე", - აღნიშნა ანა წითლიძემ.

მისივე თქმით, თითოეული ჩამორთმეულ პირადობებზე, მოლაპარაკებებზე ოკუპანტებთან, აქვთ მტკიცებულებები და მათ აუცილებლდ გადასცემენ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, დამკვირვებლებს. წითლიძემ მოუწოდა ორგანიზაციებს, დაინტერესდნენ ამ თემით. მისი მტკიცებით, ჰყავთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოწმეები, რომლებიც კონფიდენციალურად საუბრობენ ლევან მებონიას და ჯონი ჭანიას ჩართულობაზე როგორც დევნილებისთვის პირადობის ჩამორთმევის, ისე ოკუპანტებთან მოლაპარკებების პროცესში.

ანა წითლიძეს გამოძიების იმედი არ აქვს, რადგან ყველა უწყება "ქართული ოცნების" დანამატად მიაჩნია, ამიტომ, მათი მთავარი ბერკეტია, როგორც განმარტავს, ეს ინფორმაციები საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მიაწოდონ.

ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს "ენგურჰესის" დირექტორი ლევან მებონია. მისი თქმით, ეს ყველაფერი არის ცილისწამება, თავხედობა, უტიფრობა და გამოგონილი ინფორმაცია.

"ნეტა მქონდეს იმდენი ძალა, რომ ჩემზე იყოს დამოუკიდებული ე.წ. საზღვრის დაკეტვა-გახსნა. 100 ათასს ქართველს შემოვიყვანდი ერთ დღეს, შემდეგ კიდევ 100 ათასს და მორჩებოდა კონფლიქტი. ვისაც დაკეტვა შეუძლია, იმას გახსნაც უნდა შეეძლოს, ხომ?", - გვითხრა ლევან მებონიამ, რომელიც ამავდროულად "ქართული ოცნების" წევრია.

ის წალენჯიხაში პარტიული სიის პირველი ნომერია და უკვე საკრებულოს წევრი. ანა წითლიძის ბრალდების საპასუხოდ, რომ სწორედ მმართველი პარტიის დავალებით მოქმედებს, აღნიშნავს - ყველამ ვიცით ეს რა ძალაა, ყველაფერს კადრულობენ. მებონიასვე თქმით, ისევე აქვს უფლება იყოს მმართველი პარტიის წევრი, როგორც ანა წითლიძის აქვს უფლება, წარმოადგენდეს ენმ-ს.

ადგილობრიბი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.