სიცრუე და ცილისწამება - „ენგურჰესი“ ენმ-ის ბრალდებებს პასუხობს
"ენგურჰესი" განცხადებით პასუხობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"
ბრალდებებს,
რომლის თანახმადაც, კომპანიის წარმომადგენლები დევნილებს
წინასაარჩევნოდ პირადობებს ართმევენ და ოკუპანტებთან მოლაპარაკებებს
აწარმოებენ, 30 ოქტომბერს ენგური ხიდის ჩაკეტვის საკითხზე.
შპს "ენგურჰესი" ამბობს, რომ ეს ბრალდებები სრულიად უსაფუძვლოა და რეალობას მოკლებული, სიცრუე და ცილიწამება:
"კომპანის დირექტორი ლევან მებონია და თაღოვანი კაშხლის დეპარტამენტის უფროსის (და არა სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, როგორც ქ-ნმა ანა წითლიძემ განაცხადა), ჯონი ჭანიასადმი სრულიად უსაფუძვლო და რეალობას მოკლებულია. უფრო მეტიც, ეს შეურაცხმყოფელია და პოლიტიკურად მიკერძოებული ადამიანების მხრიდან მსგავსი განცხადებები ყოველგვარ ზღვარს სცდება. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ და განვაცხადოთ, რომ შპს "ენგურჰესის" ხელმძღვანელობის მხრიდან დევნილებისთვის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის ხელის შეშლის მიზნით, პირადობის მოწმობის ჩამორთმევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია და ვერ ექნებოდა. მსგავსი რამ ყოვლად მიუღებელია როგორც პიროვნული ღირებულებების, ასევე მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გათვალისწინებით. რაც შეეხება ენგურის ხიდის განზრახ ჩაკეტვის მცდელობაში მონაწილეობას, კატეგორიულად გვინდა განვაცხადოთ, რომ ეს ინფორმაცია არის სრული სიცრუე და ცილისწამება", - ვკითხულობთ კომპანიის მიერ "ლაივპრესისთვის"მოწოდებულ განცხადებაში.
ენმ-ის წარმომადგენელ ანა წითლიძის მტკიცებით, ლევან მებონია და ჯონი ჭანია ხელისუფლების დავალებით აწარმოებენ მოლაპარაკებებს ოკუპანტებთან, რათა არჩევნების მეორე ტურში დევნილებმა ვეღარ შეძლონ მონაწილეობა. მისივე თქმით, ხელისუფლებამ კარგად იცის, რომ ამ ადამიანების უმრავლესობა ოპოზიციის მხარდამჭერია. ამიტომაც, ენგურის ხიდის ჩაკეტვაზე მუშაობის პარარელურად, იძულებით გადაადგილებულ პირებს პირადობის მოწმობებს ართმევენ.
ანა წითლიძის თქმით, ორივე "ქართული ოცნების" წევრია.
მმართველი პარტიის წევრობას ადასტურებს ლევან მებონია. მისი თქმით, ის წალენჯიხის საკრებულოს წევრი გახდა და "ოცნების" ადგილობრივი სიის პირველი ნომერია. თუმცა ენმ-ის ბრალდებებს უარყოფს და მას ცილისწამებას და "უტიფრობას" უწოდებს.