„თავისუფლება მიშას“ წარწერის გაკეთებისას, მთავრობის ადმინისტრაციასთან 2 პირი დააკავეს
მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ
აქციაზე ორი პირი დააკავეს. ისინი შენობის წინ "თავისუფლება მიშას"
წარწერის დატოვებას ცდილობდნენ, თუმცა მათ სამართალდამცველებმა ამის
შესაძლებლობა არ მისცეს.
აქცია ამ წუთებშიც გრძელდება. შეკრებილთა თქმით, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია და ის უნდა გათავისუფლდეს.
ყოფილი პრეზიდენტი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. ის სასჯელს რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდის. მისი გათავისუფლების მოთხოვნით აქციები პერიოდულად იმართება. თუმცა არის აქციები, სადაც პირიქით, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას ითხოვენ, რომ მან სასჯელი "ჩადენილი დანაშაულებებისთვის" მოიხადოს.