გავეცით რეკომენდაცია მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციაზე - ექიმი
მიხეილ სააკაშვილის სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ არის, თუმცა
პროფილაქტიკის
მიზნით, მივეცით რეკომენდაცია, რომ მოხდეს ჰოსპიტალიზაცია უახლოეს
პერიოდში, – განუცხადა კონსილიუმის წევრმა, ექიმმა, ზურაბ ფაღავამ
ჟურნალისტებს. მისი თქმით, რადგან შიმშილობა განსაკუთრებული
მდგომარეობაა, გართულებების რისკი საკმარისად მაღალია.
" ამიტომ, დავაყენებთ საკითხი ე.წ. პროფილაქტიკური ჰოსპიტალიზაციის შესახებ და ახლა განიხილავენ. სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია არ არის, მაგრამ პროფილაქტიკის მიზნით, ვინაიდან გართულებების ალბათობა არის მაღალი და იმისთვის, რომ თავი დავიზღვიოთ, მივეცით რეკომენდაცია, რომ მოხდეს ჰოსპიტალიზაცია უახლოეს პერიოდში. ეს არის უფრო ინტენსიური დაკვირვებისთვის", – აღნიშნა ზურაბ ფაღავამ.
მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. მალევე მან განაცხადა შიმშილობის დაწყების შესახებ. ამბობს, რომ პროტესტის ამ ფორმას მანამ არ შეწყვეტს, სანამ თვითონ და მის საქმეზე დაკავებული პირები არ გათავისუფლდებიან.