სკოლებში ვირუსის გავრცელების შეჩერებისთვის, მასწავლებელთა ვაქცინაცია 80%-მდე უნდა გაიზარდოს - გაბუნია
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით,
ქვეყნის მასშტაბით მასწავლებლებელთა 65 პროცენტი აცრილია. მისი
სიტყვებით, ეს არ არის ცუდი მაჩვენებელი, თუმცა, სკოლებში ინფექციის
გავრცელების შეჩერებისთვის საჭიროა, ეს მაჩვენებელი 80 პროცენტამდე
გაიზარდოს.
"რაც შეეხება სკოლების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლას, 150 სკოლაში მოხდა დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა და დაახლოებით, 400-მდე ინდივიდიალურ კლასში გახდა საჭირო დისტანციურ რეჟიმზე მათი გადაყვანა. სკოლების საერთო რაოდენობასთან შედარებით, ეს არ არის მაღალი მაჩვენებელი, დაბალი პროცენტია. კარგია, რომ სკოლები ახერხებენ ინფექციის შიდა გავრცელების მართვას და ამდენად, ვფიქრობთ, ეს იქნება ის მექანიზმი, რაც საშუალებას მოგვცემს შევინარჩუნოთ სკოლები ასე გახსნილად საკლასო სასწავლო რეჟიმში", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
დღეს გამართულ ბრიფინგზე მანვე აღნიშნა, რომ კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ახალი შეზღუდვების დაწესებას საკოორდინაციო საბჭო ამ ეტაპზე არ აპირებს და გაამკაცრებს მონიტორინგს უკვე არსებულის აღსრულებაზე.
ბოლო 24 საათში 57 301 კვლევა ჩატარდა ტესტით. გამოვლინდა კორონავირუსის 5 219 შემთხვევა. სულ დადასტურებულია 675 771 შემთხვევა. გარდაიცვალა 42 პაციენტი. ჯამში 9588 გარდაცვლილი. გამოჯანმრთელდა 2348 პირი. სულ 619 285 გამოჯანმრთელებული.