ახალი ამბები
საზოგადოებრივი ორგანიზაციები ხელისუფლებას მოუწოდებენ, არ დაუშვას სკოლების და ბაღების დახურვა
FaceBook Twitter
E-mail Print
საზოგადოებრივი ორგანიზაციები ხელისუფლებას მოუწოდებენ, კორონავირუსის პანდემიისას არ დაუშვას სკოლების არადიფერენცირებული დახურვა. მიმართვა რომელსაც არასამთავრობო სექტორი ავრცელებს, ნათქვამია, რომ ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ დადგენილი სტანდარტებით, რომლის მიხედვითაც, პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების შემოღებისას, სკოლები და სკოლამდელი განათლების დაწესებულებები უნდა იხურებოდეს ყველაზე ბოლოს და იხსნებოდეს ყველაზე ადრე.

განცხადებაზე ხელმომწერ ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ პანდემიით გამოწვეული ზიანის შესამცირებლად, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საქართველოს მთავრობას არ გამოუყენებია ეფექტიანი სტრატეგია სკოლებისა და სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულებების ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად. სიტუაციის მართვის ნაცვლად, საკოორდინაციო საბჭომ გამოსავალი პრობლემისთვის თავის არიდებაში ნახა და სკოლამდელი განათლების დაწესებულები და სკოლები სრულად დახურა.

"სკოლამდელ განათლებას ბავშვის განვითარებაში უაღრესად მნიშვნელოვანი როლი ეკისრება. სწორედ ამ დროს ხდება ბავშვის სოციალიზაცია, უნარების განვითარება, სკოლისთვის მომზადება. UNESCO-ს მიერ განხორციელებული გლობალური კვლევის მიხედვით, მაღალია როგორც პანდემიით გამოწვეული საგანმანათლებლო დანაკარგი, ასევე, ფსიქიკური ჯანმრთელობის კუთხით წარმოშობილი პრობლემები", - ნაქთვამია განცხადებაში.

მიმართვაში, რომელსაც ხელს 8 საზოგადოებრივი ორგანიზაცია აწერს, ხელისუფლებას შემდეგი რეკომენდაციებით მიმართავენ:

აქტიურად განახორციელოს ვაქცინაცია - უზრუნველყოს სკოლამდელი განათლების დაწესებულებების პერსონალის, აღმზრდელების, სკოლის ადმინისტრაციისა და პედაგოგების ვაქცინაციის ხელშეწყობა;

შეიმუშაოს რისკის შემცირებისთვის საჭირო ქმედითი ზომები;

უზრუნველყოს სკოლის, ბავშვების და მოზარდების ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში;

დაუყოვნებლივ დაიწყოს 12+ ასაკის ბავშვების ნებაყოფლობითი ვაქცინაციის პროცესი;

სკოლებისა და სკოლამდელი განათლების დაწესებულებების დახურვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას გამოიყენოს მხოლოდ დიფერენცირებული მიდგომა - ვირუსის გავრცელების ზონებისა და ტემპების შესაბამისად;

სკოლებისა და სკოლამდელი განათლების დაწესებულებების დახურვა განიხილოს, როგორც უკიდურესი ღონისძიება.


ცნობისთვის, დღეს გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რომ კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ახალი შეზღუდვების დაწესებას საკოორდინაციო საბჭო ამ ეტაპზე არ აპირებს და გაამკაცრებს მონიტორინგს უკვე არსებულის აღსრულებაზე. მისი ინფორმაციი, 150 სკოლაში და დაახლოებით, 400-მდე ინდივიდიალურ კლასში გახდა საჭირო დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა. ქვეყნის მასშტაბით ამ ეტაპზე მასწავლებელთა 65 %-ია აცრილი. თამარ გაბუნიას სიტყვებით, სკოლებში ინფექციის გავრცელების შეჩერებისთვის საჭიროა, ეს მაჩვენებელი 80%-მდე გაიზარდოს

ბოლო 24 საათში 57 301 კვლევა ჩატარდა ტესტით. გამოვლინდა კორონავირუსის 5 219 შემთხვევა. სულ დადასტურებულია 675 771 შემთხვევა. გარდაიცვალა 42 პაციენტი. ჯამში 9588 გარდაცვლილი. გამოჯანმრთელდა 2348 პირი. სულ 619 285 გამოჯანმრთელებული.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.