ვისთვის არის გრიპის ვაქცინა უფასო - NCDC-ის განმარტება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ
დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელ ხათუნა ზახაშვილის
განცხადებით, გრიპის ვაქცინა, რომელიც 200 ათასი დოზა შეიძინა წელს
სახელმწიფომ, დღეიდან ხელმისაწვდომია. ვაქცინა უფასოა საზოგადოების
გარკვეული ნაწილისთვის:
"ეს ჯგუფებია: ორსულები, დიალეზზე მყოფი ადამიანები, სამედიცინო პერსონალი, მოხუცთა სახლებისა და ბავშვთა სახლების ბინადრები და მათი მომვლელი პერსონალი, სკოლის პედაგოგები, საბავშვო ბაღის აღმზრდელები, ასევე ვეტერინარიის სფეროში დასაქმებულები და 60 წელს ზევით ასაკის ნებისმიერი ადამიანი.
წელს ამ ადამიანებისთვის ვაქცინა იქნება სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული. მათ შეუძლიათ ყველა იმ პუნქტს მიმართონ, სადაც გრიპის ვაქცინებია განლაგებული და მიიღონ ეს მომსახურება",- განაცხადა ზახაშვილმა.
მისივე თქმით, გრიპის ვაქცინა ყველა იმ პოლიკლინიკაშია ხელმისაწვდომი, სადაც ზოგადად, ვაქცინაცია ტარდება.