ხობის პოლიციის ყოფილი უფროსი დააკავეს, ხელისუფლება ჩვენს დაშინებას ცდილობს - ყოფილი ძალოვნები
ზუგდიდში, პოლიციის სამმართველოს შენობასთან ყოფილი ძალოვნები
შეიკრიბნენ.
ისინი გამოეხმაურნენ ხობის ყოფილი პოლიციის უფროსის, ლექსო რაფავას
დაკავებას და მის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას, რომლის შედეგაც
სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარა ამოიღეს.
ყოფილი ძალოვნები ამბობენ, რომ ხელისუფლების დავალებით საგანგებოდ
ჩაუდეს ამ ადამიანს საბრძოლო იარაღი, რადგან ისინი პირველ ტურში
განცდილი მარცხის შემდეგ, რეპრესიებზე გადავიდნენ და ამ გზით ცდილობენ
მათ დაშინებას, რაც არ გამოუვათ.
აქ, შსს-ის გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსის, თენგიზ გუნავას განცხადებით, დგანან ის ადამიანები, რომლებმაც გამოავლინეს კარუსელები და სხვა დარღვევები არჩევნების პირველ ტურში, ამიტომ, მეორე ტურის წინ ხელისუფლებამ მათი დაშინება გადაწყვიტა.
"ჩვენ მეორე ტურისთვის ვემზადებით და გვაქვს ბევრი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას აპირებს ხელისუფლება. მაქსიმალურად შევუშლით ხელს. არავის არ ეშინია. ვთხოვ პოლიციის თანამშრომლებს, ჩვენი მეგობრები ვინც არიან დარჩენილები, ვინც იცნობს ლექსოს, რუსლანს, იციან მათი შრომა, რაც გასწიეს ქვეყნისთვის, რომ ხმა აიმაღლონ", - განუცხადა თენგიზ გუნავამ ჟურნალისტებს.
თავის მხრივ, კუდის ყოფილი უფროსის, რუსლან შამახიას თქმით, ლექსო რაფავას მსგავსად, ანალოგიურ დროს, გამთენიისას, სამართალდამცვლები მის სახლში იმყოფებოდნენ, თუმცა არ გაუმართლათ, რადგან თავად შინ არ დახვედრია. ის ფიქრობს, რომ სახლში ყოფნის შემთხვევაში, შესაძლოა მისთვისაც ჩაედოთ და ამოეღოთ ავტომატი და ყუმბარა. თუმცა ამოიღეს მხოლოდ სანადირო თოფები, რაც კანონიერად აქვს გაფორმებული.
რუსლან შამახიას განცხადებით, რაც სისტემამ ლექსო რაფავას გაუკეთა, შეიძლება განმეორდეს უკვე სხვა ყოფილი პოლიციელის ოჯახში. ამიტომ, მიმართა თადარიგის ყველა ოფიცერს, გაერთიანდნენ უსამართლობის აღსაკვეთად.

"ვიცი, რომ შსს-ს ცენტრალურ აპარატში რომ დაიძრა ის ჯგუფი პოლიცილების, რომლებსაც უნდა ჩაედინათ უკანონობა, რაც განახორციელეს, და ნაწილობრივ ვერც განახორციელეს ჩემს პირად მაგალითზე, იქ ძალიან ბევრმა თქვა უარი და მზად იყვნენ პატაკის დასაწერად და სამსახურიდან წასასვლელად", - უთხრა შამახიამ ჟურნალისტებს.
კიდევ ერთი ყოფილი ძალოვნის, ნიკოლოზ მიქაიას განცხადებით, აქვთ უტყუარი მტკიცებულება, რომ ამ ყველაფერს ხელმძღვანელობენ შს მინისტრის მოადგილეები, შალვა ბედოიძე და მამუკა ჭელიძე. ამასთან, სამეგრელოში ძალოვნების მობილიზება და მსგავსი "ბინძური ოპერაციები" ჩაბარებული აქვს სუსის მაღალჩინოსან შოთა ბაჯალაძეს და ლევან კაკავას, საფინანსო სამსახურის უფროსს.
"რეჟიმი მომაკვდავ ფაზაშია, რეპრესიებზე გადავიდნენ, რასაც ქართველი ხალხი არ მოითმენს. მათი ბოლო ფართხალი სრული კრახით დასრულდება. ლექსო და თითოეული ჩვენგანი ისჯება იმიტომ, რომ სოლიდარობას უცხადებს მიხეილ საკაშვილს", - აღნიშნა მან.
თავის მხრივ, შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს დილით გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებმა პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ მამუკა ჭელიძეს ჰკითხეს ხობში დაკავებაზე. მისი განმარტებით, რეგიონში განხორციელდა სტანდარტული საპოლიციო ღონისძიებები, "არაფერი განსაკუთრებული". მანვე აღნიშნა, რომ დაკავებაზე ინფორმაციას გაავრცელებენ.
ჟურნალისტების კითხვაზე, რომ გავრცელებული ინფორმაციით ხობის სპეცოპერციაში ისიც მონაწილეობდა, მამუკა ჭელიძემ განმარტა - როგორც მედიის წარმომადგენლები ხედავენ, ის თბილისშია.