ოპოზიციურმა კანდიდატმა რომც გაიმარჯვოს, ცენტრალური მთავრობის გარეშე ნაბიჯს ვერ გადადგამს - ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილმა სენაკში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ
განაცხადა,
რომ რომელიმე მუნიციპალიტეტში ოპოზიციურმა კანდიდატმა რომც
გაიმარჯვოს, ცენტრალური მთავრობის გარეშე პერსპექტივა არ აქვს და
"ნაბიჯს ვერ გადადგამს". ამბობს, რომ ერთ მხარეს არის მმართველი
პარტიის "ღირსეულ" კანდიდატი, ახალგაზრდა და განათლებული ადამიანი,
მეორე მხარეს კი კობა ნაყოფია, მიხეილ სააკაშვილის პირადი მეგობარი და
კაცი, რომელსაც "არაფერი გაუკეთებია სენაკისთვის და არავითარი
კონტაქტი არ ჰქონია სენაკთან".
მე მინდა ამ ადამიანს მივმართო და სენაკელებს მივმართო - რა პერსპექტივა აქვს კობა ნაყოფიას, რა უნდა გააკეთოს კობა ნაყოფიამ?! მით უმეტეს ხელისუფლება ჩვენია, ცენტრალური მთავრობა ჩვენია, ჩვენ გარეშე ნაბიჯს ვერ გადადგამს, თეორიულად ვიძახი, რომც არჩეულიყო. ნებისმიერ სხვა მუნიციპალიტეტში სხვა კანდიდატი რომ გავიდეს, ცენტრალური მთავრობის გარეშე პერსპექტივა არ აქვს, უბრალოდ. ეს არის თავის მოტყუება, თავის დასჯა გამოდის.
სახლიც კი არ აქვს სენაკში და სენაკის მერობაზე აცხადებს პრეტენზიას", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
სენაკსა და საქართველოს კიდევ 19 მუნიციპალიტეტში, მერს მეორე ტურში აირჩევენ 30 ოქტომბერს.
პირველ ტურში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა ვახტანგ გადელიამ 40,3% მიიღო, მისმა კონკურენტმა "ნაციონალური მოძრაობიდან" კობა ნაყოფიამ კი - 42,4%.