უკან დაიხიეს, თუმცა ყოფილი ძალოვნების დაკავების საშიშროება კვლავ არსებობს - წითლიძე
"ნაციონალური მოძრაობის"წარმომადგენლის, პარლამენტარ ანა წითლიძის
თქმით,
პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომ გავრცელებული ინფორმაცია
სამეგრელოში სპეცრაზმის გაგზავნაზე არის ტყუილი, უკან დახევაა.
დეპუტატის განმარტებით, სინამდვილეში ხელისუფლებას საზოგადოების
რეაქციის შეეშინდა. მისი ინფორმაციით, სპეცრაზმელები ზესტაფონში
გადაადგილდებიან და საშიშროება ყოფილი ძალოვნების დაკავების, ჯერ
კიდევ არსებობს.
ანა წითლიძე ამბობს, რომ ხელისუფლებას უკან დახევა მას შემდეგ მოუხდა, რაც კიდევ ერთი სპცოპერაციის შესახებ დაასწრეს და გაასაჯაროვეს ინფორმაცია. მანამდე კი, კუდის ყოფილი უფროსის, რუსლან შამახიას დაკავების ოპრაცია ჩაეშალათ, როცა მის სახლში მისულებს იგი სახლში არ დახვდა.
გადაიფიქრეს თუ დროებით შეაჩერეს ეს სპეცოპერაცია, ანა წითლიძის თქმით, ჯერ უცნობია, თუმცა იმის გამო, რომ ხელისუფლება "არაადექვატურობით" გამოირჩევა და არავინ იცის, რას და როგორ აკეთებენ, საშიშროება კვალვ არსებობს და ყოფილი ძალოვნებიც ამ დრომდე საფრთხის ქვეშ იმყოფებიან. საუბარი იმ ადამიანებს შეეხებათ, რომლებიც, დეპუტატის განმარტებით, მათ არჩევნებში დარღვევების გამოვლენაში ეხმარებიან. ერთ-ერთი, ამბობს, რომ სწორედ რუსლან შამახიაა.
"ესენი ჩვენი ინფორმაციით, ვითომ სამალავების აღმოჩენას აპირებდენ. მერე როგორც ჩვევიათ ყველა არჩევნებზე, სახელმწიფო გადატრიალების მუხლით რომ აღძრავენ საქმეს და არჩევნების მერე ავიწყდებათ, ეს ჰქონდათ გეგმაში", - უთხრა ანა წითლიძემ "ლაივპრესს".
ენმ-ი წარმომადგენლებმა, მათ შორის პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ 22 ოქტომბერს გაავრცელეს ინფორმაცია, რომ სუს-ის 30 სპეცწარმომადგენელი თბილისიდან ზუგდიდშია მივლენილი. ოპოზიციის წარმომადგენელთა მტკიცებით, ისინი გეგმავდნენ გამთენიისას, ან მომდევნო დღეს, მათი მხარდამჭერი ყოფილი სამართალდამცავების დაკავებას არჩევნების წინ.
ნიკა მელიამ სწორედ არჩევნების მეორე ტურს დაუკავშირა 21 ოქტომბერის ღამეს, შსს-ს ყოფილი თანამშრომლის, ენმ-ის მხარდამჭერ ლექსო რაფავას დაკავება და მისთვის იარაღის "ჩადება".
ამ განცხადებას დღეს სუსი გამოეხმაურა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, მედიასაშუალებების ნაწილის ცნობები, რომ ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ზუგდიდში სპეც დანიშნულების რაზმის გადაადგილება ხდება მასშტაბური სპეცოპერაციის ჩასატარებლად, დეზინფორმაციაა.
თავის მხრივ, ირაკლი ღარიბაშვილმაც უარყო ინფორმაცია, რომ თითქოს მისი დავალებით, სამეგრელოში სპეცრაზმის გაგზავნა იგეგმებოდა.
"გუშინ ღამე, თუ მიაქციეთ ყურადღება, მოსახლეობას მივმართავ, ჩვენს საზოგადოებას, სრული ისტერია, პანიკა დათესეს ერთ-ერთმა ყველაზე ბინძურმა პროვოკატორმა გვარამიამ, მელიამ და ყველა ამ მართლაც ქაოსის შემომტანმა ადამიანებმა. არარსებული ამბავი გამოიგონეს, სრული ტყუილი, რომ თითქოს ჩვენ ვაპირებდით და ჩემი დავალებით ვაპირებდით სპეცრაზმის გაგზავნას სამეგრელოში, სადამსჯელო ოპერაციების ჩატარებას. ასეთი ტყუილებით მართავდნენ თქვენი ხელმძღვანელები ქვეყანას. ძალადობის დრო ქვეყანაში არის დამთავრებული. რევოლუციას და არეულობას ვერავინ ვერ მოაწყობს. ეს უკავშირდებოდა, რა თქმა უნდა, იმას, რომ დაძაბონ სამეგრელოს მოსახლეობა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.