ახალი ამბები
რუხის კოვიდ კლინიკაში 58 წლის ქალი გარდაიცვალა
რეგიონის კოვიდ კლინიკებში 478 პაციენტია. მათგან რუხის კლინიკაში 178 ინფიცირებულია. მათ შორის მძიმე 34.

ფოთის კლინიკაში იმყოფება 39 პაციენტი.

სენაკის კლინიკა "სენამედში" 42.

ფოთის კლინიკა "ბომონდში" 45 კოვიდ პაციენტი მკურნალობს. მძიმეა 3-ის მდგომარეობა.

აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში 24 პაციენტი რჩება.

სენაკის "ლაზიკა მედში" – 110. მძიმეა ორის, საშუალო სიმძიმის კი 74-ის მდგომარეობა.

მარტვილის ევექსის კლინიკაში 15 პაციენტია.

წალენჯიხის ევექსის კლინიკაში 25 პაციენტია მოთავსებული.

დღის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 287 პირი.

რეგიონის მასშტაბით საკარანტინე სივრცეში იმყოფება 28 კოვიდ ინფიცირებული მოქალაქე.