ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 235 ახალი შემთხვევაა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 436 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 208, აჭარა – 87, იმერეთი – 729, ქვემო ქართლი – 221, შიდა ქართლი – 195, გურია – 98, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 235, კახეთი – 539, მცხეთა-მთიანეთი – 48, სამცხე-ჯავახეთი – 68, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 8.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 43 პაციენტი გარდაიცვალა. დადასტურდა 3 436 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 4 483 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 692 240 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 630 961 გამოჯანმრთელდა, 9 742 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა – 1 948 787 აცრა, დღიურად აცრილია – 4 209.