ახალი ამბები
წალენჯიხის საკრებულოს წევრმა გახარიას პარტია დატოვა, გუნდში ამბობენ, რომ მას „ოცნებამ“ ქმარი დაუსაქმა
FaceBook Twitter
E-mail Print
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პარტია "საქართველოსთვის" სიით გასული ნანა ლემონჯავა ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტიას ტოვებს. ის სოციალურ ქსელში წერს, რომ საკრებულოში საქმიანობას გააგრძელებს როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი.

"მეგობრებო, როგორც იცით პარტია "საქართველოსთვის" წალენჯიხის პარტიული სიის მესამე ნომერი და უკვე, საკრებულოს წევრი ვარ. ამ პარტიაში გაწევრიანების მიზანი და მიზეზი იყო ჩემს თანამოაზრეებთან ერთად დაგვესრულებინა ეს პოლარიზებული პოლიტიკური გარემო და დაგვესრულებინა ის წარსული, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" ჰქვია. გიორგი გახარიას პარტიაში ბევრი განსხვავებული აზრის მქონე ადამიანია გაერთიანებული, ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანია, რომლებსაც გულანთებულად უყვართ თავიანთი სოფელი, ქალაქი და სამშობლო, მაგრამ არსებობს თემები და წითელი ხაზები, რომლებიც ყველას ერთად გვაერთიანებს. ერთ-ერთი ასეთი წითელი ხაზი, როგორც ყოფილი პრემიერი სწორად შენიშნავს ხოლმე, არის ნაციონალურ მოძრაობასთან კოჰაბიტაცია, თანამშრომლობა", - წერს ნანა ლემონჯავა ფეისბუკზე.

მისივე სიტყვებით, სწორედ ამ იდეას ღალატობს პარტია "საქართველოსთვის" წალენჯიხის შტაბი და მათ აირჩიეს მისთვის მიუღებელი გზა.

"მე ღიად დავაფიქსირე ჩემი პოზიცია იქ და იმ ხალხთან, სადაც საჭირო იყო. დღეს კი მინდა გაცნობოთ ჩემი გადაწყვეტილების შესახებ. მე ვიღებ ხალხისგან მონიჭებულ მანდატს, მე ვიღებ ამ პასუხისმგებლობას, მე მზად ვარ ვიმუშაო ჩემი ქალაქისა და ხალხისთვის, მაგრამ მე ვტოვებ პარტიას "საქართველოსთვის" სწორედ იმიტომ, რომ ამ ადამიანებთან ადგილობრივ დონეზე ვერ ვხედავ საბოლოო მიზნის მიღწევის შესაძლებლობებს. და ჩემს საქმიანობას გავაგრძელებ, როგორ დამოუკიდებელი დეპუტატი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში", – წერს ლემონჯავა.

ყოფილი თანაპარტიელის ამ გადაწყვეტილებას ასევე ფეისბუკ გვერდზე უპასუხა, "საქართველოსთვის" პოლიტსაბჭოს წევრმა გიგა ფარულავამ. მისი მტკიცებით, ნანა ლემონჯავას ქმარი "ოცნებამ" დაასაქმა, სადაც სახელფასო ანაზღაურება 1200 ლარია. როგორც გიგა ფარულავა ამბობს, მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა ეს გადაწყვეტილება სწორედ ამის სანაცვლოდ მიიღო.

"პირდაპირ ვამბობთ, რომ ჩვენ ჩვენს მხარდამჭერებს და გუნდის წევრებს, არანაირი მატერიალური ფასეულობებით არ ვიჭერთ, ჩვენი პარტია გაერთიანებულია ღირებულებების გარშემო, როგორიცაა კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი.

არც 1000 ლარიან და არც 500 ლარიან სამსახურებს ვპირდებით მათი ოჯახის წევრებს, რადგან ვთვლით, რომ გუნდის ასეთი წევრები არ გვჭირდება არც ჩვენ და მით უფრო, არ ჭირდება ქვეყნის მომავალს, სახელმწიფოს!

ამიტომ, ის რომ ნანა ლემონჯავა, რომლის მეუღლესაც გია ხასაიას ორგანიზაცია ოცნებამ 1200 ლარიანი სამსახური დააწყებინა, აღარ იქნება პარტია "საქართველოსთვის" წევრი, კარგია. რადგან ჩვენს პარტიაში მისნაირი ადამიანების ადგილი უბრალოდ არ არის!

ქალბატონმა ნანამ უნდა იცოდეს, რომ ასეთი ამბები არ იმალება და საზოგადოება სწორად შეაფასებს მის ამ გადაწყვეტილებას!", - წერს გიგა ფარულავა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.