რამდენი კაციც ჰყავდა ენმ-ს, იმდენი მარტო მძღოლი გვჭირდება აქციაზე ხალხის ჩამოსაყვანად - კობახიძე
რამდენი კაციც ჰყავდათ მათ თავიანთ აქციაზე შეკრებილი,
იმდენი მარტო მძღოლი გვჭირდება, რომ თბილისში ხალხი ჩამოვიყვანოთ,-
ასე უპასუხა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ
შეკთხვას, მმართველი გუნდის მიერ დედაქალაქში დაგეგმილი შეკრება არის
თუ არა ოპოზიციის პროტესტის კონტრაქცია.
"ეს არის "მესიჯბოქსი", რომელიც "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლებმა დაალაგეს - არავითარი კონტრაქცია ეს არ არის. ეს არის შემაჯამებელი საარჩევნო აქცია. რაც შეეხება ე.წ. კონტრაქციას, მარტივად რომ გითხრათ, რამდენი კაციც ჰყავდათ მათ შეკრებილი თავიანთ აქციაზე, იმდენი მარტო მძღოლი გვჭირდება, რომ თბილისში ხალხი ჩამოვიყვანოთ. თვითონ შეგიძლიათ განსაჯოთ, ეს არის კონტრაქცია, თუ ნამდვილი აქცია, რომლის მიზანია საზოგადოებისთვის საკუთარი ძალის კიდევ ერთხელ ჩვენება",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
დღეს მან ბრიფინგზე განმარტა, რომ 27 ოქტომბერს, 17 საათზე გაიმართება "ქართული ოცნების" მხარდამჭერების შემაჯამებელი საარჩევნო შეკრება.
"ათეულობით ათასი ჩვენი ქვეყნის მოქალაქე შეიკრიბება იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ, თუ როგორია ქართველი ხალხის ძალა, რომელიც იბრძვის ბოროტების საბოლოოდ დასამარცხებლად, ღირსებისა და თავისუფლების დასაცავად, ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისთვის.
2 ოქტომბერს ჩვენ ნდობა გამოგვიცხადა ამომრჩევლის 47 პროცენტმა, პრაქტიკულად ყოველმა მეორე ამომრჩეველმა, რაც გვაძლევს ახალ სტიმულს და გვაკისრებს პასუხისმგებლობას, შემდეგი სამი წლის განმავლობაში ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის კეთილდღეობისათვის", - განაცხადა კობახიძემ.
აქციის ჩატარება თავისუფლების მოედანზეა დაგეგმილი.