კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე ფოთში რვა პარტიამ შეთანხმება გააფორმა
17:37 / 25.10.2021
ფოთში კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებაზე შეთანხმებას ხელი რვა
ოპოზიციურმა
პარტია მოაწერა. მერობის კანდიდატ გიგი უგულავას განცხადებით,
გამარჯვების შემთხვევაში აიღებს ვალდებულებას, პოლიტიკური და
პროფესიული ნიშნით კოალიციური მთავრობა დააკომპლექტოს. ამბობს, რომ
მათი კარი ღიაა გახარიას პარტიის წევრებისთვისაც.
"ფოთში მოქმედი თითქმის ყველა პოლიტიკური პარტია ვთანხმდებით, ცვლილებები არის აუცილებელი იმისთვის, რომ ფოთმა დაიწყოს განვითარება, მოსახლეობა გაიზარდოს, ფოთელებმა იგრძნონ ის სიკეთეები, რომელიც მათ ეკუთვნით და ამას ყველაფერს სჭირდება ცვლილებები. ცვლილებები არ არის ერთი პარტიის მეორეთი ჩანაცვლება, ერთი პიროვნების მეორით ჩანაცვლება", - განაცხადა გიგი უგულავამ.
მან კოალიციური მთავრობის უპირატესობასა და სარგებელზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრობლემების ეფექტურად გადასაწყვეტად, მმართველობის ეს ფორმა საჭიროა. მისივე თქმით, უნდა იარონ შეთანხმებების, და არა დაპირისპირებების გზით.
კოალიციურ შეთანხმებას ხელი მოაწერეს: ენმ-მ, "ევროპულმა საქართველომ", "ლელომ", "სტრატეგია აღმაშენებელმა", "გირჩმა", "თავისუფალმა საქართველომ", "დროამ" და"დემოკრატიულმა მოძრაობამ".