„ბრძოლა გამარჯვებისთვის, ბრძოლა მიშას თავისუფლებისთვის“ - ზუგდიდში აქცია გაიმართება
"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" ხვალ, 27 ოქტომბერს ზუგდიდის
მერიის წინ
საპროტესტო აქცია დაანონსა. როგორც პარტიის ზუგდიდის ოფისში გამართულ
ბრიფინგზე ენმ-ის წევრმა, პარლამენტარმა ანა წითლიძემ განაცხადა, ეს
იქნება აქცია სახელწოდებით "ბრძოლა გამარჯვებისთვის, ბრძოლა მიშას
თავისუფლებისთვის". წითლიძემ აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდა
სამეგრელოს მცხოვრებლებს და დასძინა, რომ სურვილის შემთხვევაში,
პარტია მათ ტრანსპორტირებასაც უზრუნველყოფს.
"ჩვენ ვართ ისტორიულ ბრძოლაში, როცა წყდება არა ერთი კონკრეტული პარტიის ბედი, როდესაც წყდება, როგორ სახელმწიფოში ვიცხოვრებთ 30 ოქტომბრის შემდეგ, გვექნება თუ არა სახელმწიფო. ეს არის ბრძოლა თავისუფალ, ერთიან, ევროპულ საქართველოსა და რუსეთის იმპერიის ნასხლეტებს შორის, რომელიც საქართველოში წარმოდგენილია "ქართული ოცნების" სახით და ეს ბრძოლა აუცილებლად დასრულდება საქართველოს გამარჯვებით.
საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლა გადის საქართველოს მესამე პრეზიდენტის, თანამედროვე ქართული სახელმწიფოს შემქმნელის, მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებაზე, რომელიც 26-ე დღეა შიმშილობს. სწორედ ამიტომ, ხვალ, 27 ოქტომბერს საღამოს ცხრის ნახევარზე, ზუგდიდში, ზუგდიდის მერიის წინ, რუსთაველის #90-ში ჩატარდება მრავალათასიანი აქცია სახელწოდებით - "ბრძოლა გამარჯვებისთვის, ბრძოლა მიშას თავისუფლებისთვის", - განაცხადა ანა წითლიძემ.
როგორც მან განმარტა, ეს აქცია ემსახურება იმასაც, რომ ყველამ ნახოს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", როგორ მშვიდად, წყნარად, მაგრამ მტკიცედ მიუყვება გზას საქართველოს გამარჯვებისკენ.
შეგახსენებთ, რომ 27 ოქტომბერს აქციას თბილისში, თავისუფლების მოედანზე გეგმავს "ქართული ოცნებაც". როგორც პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ეს იქნება მხარდამჭერების შემაჯამებელი საარჩევნო შეკრება. მანვე აღნიშნა, რომ რამდენი კაციც ჰყავდა ენმ-ს აქციაზე, იმდენი მარტო მძღოლი სჭირდებათ ხალხის თბილისში ჩასაყვანად.