ახალი ამბები
ზუგდიდში მიხეილ სააკაშვილის და სხვა „უკანონო პატიმრების“ მხარდამჭერი აქცია-პერფორმანსი გაიმართა
FaceBook Twitter
E-mail Print
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და სხვა "უკანონო პატიმრების" გათავისუფლების მოთხოვნით, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა საპროტესტო აქცია-პერფორმანსი მოაწყვეს.

აქციის მონაწილეების ნაწილს ეცვა მაისურები, რომლებზეც ეწერა "მიხეილ სააკაშვილის საქმეზე" დაკავებული ფოთელი მამა-შვილის, წოწორიების და ასევე, პატიმრობაში მყოფი ყოფილი ძალოვნების, ხობის პოლიციის ყოფილი უფროსის ლექსო რაფავას და კუდის თბილისის სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილის, გიორგი დათიაშვილის სახელები და გვარები სოლიდარობის ნიშნად.

"თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს, თავისუფლება ლექსო რაფავას, თავისუფლება შალვა წოწორიას, თავისუფლება მერაბ წოწორიას, თავისუფლება გიორგი დათიაშვილს" - როგორც აქციის ერთერთმა მონაწილემ ირაკლი კვარაცხელიამ განაცხადა, ეს ადამიანები მათ დღეს სიმბოლურად ჩასვეს სკამებში, ხელისუფლებას კი ციხეში ჰყავს.

მისი სიტყვებით, უნდა დასრულდეს ხელისუფლება, რომელიც ყოფილ სამართალდამცავებს "იარაღს უდებს" და მზად არის საკუთარი მიზნებისთვის ყველა გზას მიმართოს.

"აქ არიან ახალგზარდები, ბავშვები, რომლებსაც ყელში ამოუვიდათ ის, რომ ქვეყანაში მუდმივად სჭირდებათ ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, მუდმივად სჭირდებათ ბრძოლა სამართლიანისთვის. ჩვენ ეს ყველას მოგვბეზრდა და ამ ბრძოლას ახლა, ამ არჩევნებით მოვიყვანთ ბოლომდე და ამ არჩევნებით დავასრულებთ ამ ხელისუფლებას", - განაცხადა ირაკლი კვარაცხელიამ.

აქცია-პერფორმანსის დასასრულს შეკრებილებმა წარწერა "თავისუფლება მიშას" დატოვეს რწმუნებულის ადმინისტრაციის წინ, ტროტუარზე.

გუშინ, 25 ოქტომბერს, ყოფილი სამართადამცველის, ლექსო რაფავასთვის სოლიდარობის ნიშნად თანამდებობა დატოვა სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა, პოლიციის მაიორმა გიორგი ბერიშვილმა. რაფავა 21 ოქტომბერს დააკავეს. ენმ-ის განცხადებით, მას იარაღი "ჩაუდეს".

მანამდე,იგივე მიზეზით სამსახურიდან წავიდა სასაზღვრო პოლიციის სამეგრელო-ზემო სვანეთის სადგურ ანაკლიის უფროსი რევაზ ლაზიშვილი. 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა, მათ შორის პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ 22 ოქტომბერს გაავრცელეს ინფორმაცია, რომ სუს-ის 30 სპეცწარმომადგენელი თბილისიდან მივლენილია ზუგდიდში, რათა გამთენიისას ან შემდეგ დღეს დააკავონ ენმ-ის მხარდამჭერი ყოფილი სამართალდამცავები. სუსმა და პრემიერმა ღარიბაშვილმა ეს ბრალდებები უარყვეს. 

რაც შეეხებათ ფოთის პორტის თანამშრომელ მამა-შვილს, ისინი მიხეილ სააკაშვილის საქმეზე 4 ოქტომბერს დააკავეს. კუდის თბილისის სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი დათიაშვილი კი 20 ოქტომბერს.

ხვალ, 27 ოქტომბერს, ადგილობრივი მერიის წინ, ზუგდიდში აქცია - "ბრძოლა გამარჯვებისთვის, ბრძოლა მიშას თავისუფლებისთვის" გაიმართება. პარარელურად თბილისში გაიმართება "ქართული ოცნების" მხარდამჭერთა შემაჯამებელი შეკრება.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.