ზუგდიდში „ოცნების“ ორი არაფორმალური შტაბი პირადობების და პასპორტების ამოღებაზე მუშაობს -ენმ
ხელისუფლების მაღალჩინოსნები სუსის მიერ მართულ და დაქირავებულ, სუსის
დავალების
შემსრულებელ პირებთან თანამშრომლობენ არჩევების მეორე ტურის წინ
ზუგდიდში, - განაცხადა ენმ-ის წევრმა, პარლამენტარმა ანა წითლიძემ
ბრიფინგზე. მისი ინფორმაციით, აქ "ქართული ოცნების" ორი არაფორმალური
შტაბი მოქმედებს, რუსთაველის 66 და 48 ნომრებში. ამ შტაბების მუშაობის
მიზანს კი, ოპოზიციური მხარდამჭერებისგან პირადობის მოწმობების
ჩამორთმევა წარმოადგენს.
გუშინ შუადღეს ამ შტაბებში, ოპოზიციონერი დეპუტატის მტკიცებით, უკანონოდ ამოღებული პასპორტები მიიტანეს.
ამ ყველაფერში, ენმ-ის წარმომადგენლის თქმით, მონაწილეობს ლევან კაკავა, შემოსავლების სამსახურის უფროსი. ამბობს, რომ ეს ადამიანი არის მთავარი მომლაპარაკებელი კრიმინალებთან და ე.წ კანონიერ ქურდებთან, რომელიც პირველი ტურის შემდეგ იმყოფებოდა თურქეთში, სადაც შეხვდა კრიმინალურ ავტორიტეტებს და მათთან ერთად გაიარა საარჩევნო საკითხები.
ანა წითლიძის მტკიცებით, ამ საქმეში ასევე ჩართულია "ტყის ძმების" მეთაური დათო შენგელია შვილთან, დადუ შენგელიასთან ერთად.
ჩამონათვალშია სუსის მაღალჩინოსანი, შოთა ბაჯალაძე, რომელიც მისი თქმით, გადაადგილდება პოლონური სანომრე ნიშნის მქონე მანქანით და მონაწილეობს ამომრჩევლის მოსყიდვაში.
წითლიძის განმარტებით, მმართველი პარტიის რეგიონული შტაბიდან გაყალბებაში ჩართულია დიტო გვიშიანი. მის გარდა კიდევ ზუგდიდის საპატრულო პოლიციის უფროსი კობა ხარებავა, რომელიც ენმ-ის წარმომადგენლის მტკიცებით, კრიმინალებს სიას აწვდის მათ მხარდამჭერებზე.
სამხედრო პოლიციიდან, როგორც წითლიძე განმარტავს, ჩართულები არიან კობა გრიგოლია, ირაკლი ჭითანავა, ჯაბა ლაშქარავა, სერგო ჩაჩიბაია.
გაყალბების პროცესში, ანა წითლიძის ინფორმაციით, ასევე მონაწილეობს სუსის დავალებების შემსრულებელი და ე. წ. ზუგდიდის მაყურებელი ხვიჩა ცხაკაია, ზედმეტსახელად ცესკო.
ზუგდიდის დაბალი ზონის სოფლებზე კი მიმაგრებული არიან ასევე სუსის მიერ მართული მანუჩარ ბელქანია და რიჩარდ მახარობლიძე. გაყალბების მონაწილეა ე.წ. კანონიერი ქურდი, სუსის მიერ მართული რუსლან გეგეჭკორი.
"ამ ადამიანებს მივმართავ, ვიცით ყველა თქვენი გადაადგილების შესახებ, ყველა თქვენი უკანონო ქმედების და სასაფლაოზე რაზბორკებზე, დაგადგებით ყველგან სადაც იქნებით. თქვენ ვერ დააშინებთ და ვერ წაართმევთ არჩევანს ზუგდიდელებს", - აცხადებს ანა წითლიძე.
ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლებისთვის პასპორტების ჩამორთმევის შესახებ ენმ-მ ადრეც რამდენჯერმე განაცხადა. ხელისუფლება კი ბრალდებებს უარყოფს.