ენმ-ს ზუგდიდში საიდუმლო შტაბი აქვს, სადაც დესტაბილიზაციისთვის ემზადებიან - „ოცნება“
"ქართული ოცნების" წარმომადგენლის, ზუგდიდის ყოფილი მაჟორიტარი
დეპუტატის,
მერაბ ქვარაიას განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" ზუგდიდში
დესტაბილიზაციის და არეულობისთვის ემზადება. ამის შესახებ მან
საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, არჩევნების
პირველ ტურში ენმ აგრესიული კამპანიით გამოირჩეოდა, რაც გამოიხატებოდა
პროვოკაციების მცდელობაში, მუქარაში, ამომრჩევლებზე შანტაჟში. დღეს
კი, ამბობს რომ ყოფილი ძალოვნები გააქტიურდნენ და აგრესიული
დამოკიდებულებით გამოირჩევიან საარჩევნო პროცესებში ჩართული
ადამიანების მიმართ. ისინი, ქვარაის თქმით, იკრიბებიან ტავისუფლების
ქუჩაზე მდებარე საზოგადოებისთვის საიდუმლო შტაბში, ახალაიების ახლო
მეგობრის, ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერის, აკაკი მინაშვილის
ხელმძღვანელობით.
"ეს არის ერთგვარი შავი, გასაიდუმლოებული შტაბი, სადაც მიმდინარეობს მათი შეკრებები და ბუნებრივია, იქ მათი სასიკეთო არაფერი იგეგმება. მათივე შტაბიდან მიღებული და გავრცელებული ინფორმაციით, დადასტურებული ინფორმაციებით მთავარი დავალებაა ამ შტაბის, დესტაბილიზაციისა დ არეულობის შეტანა როგორც წინასაარჩევნო პროცესში, ასევე არჩევნების დღეს ყველა საარჩევნო უბანზე. ჩვენ ვეუბნებით ამ ადამიანებს პირდაპირ, არ დავუშვებთ დესტაბილიზაციის მცდელობასაც კი და კანონის მაქსიმალური სიმკაცრით დაისჯება ყველა, ვინც ეცდება ხელი შეუშალოს ჩვენი მუნიციპალიტეტის სტაბილურ და მშვიდ განვითარებას. არავის მიეცემა მოქალაქეებისთის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილების შეზღუდვის შესაძლებლობა", - აცხადებს მერაბ ქვარაია.
მისივე თქმით, არჩევნები ჩაივლის მშვიდ, სტაბილურ გარემოში და ხელისუფლება უპირობოდ დაიცავს მთავარ მონაპოვარს - დემოკრატიულ ღირებულებებს და მშვიდად ცხოვრების უფლებას საქართველოში და მათ შორის ზუგდიდში.
"ოცნებამდე" ბრიფინგი დღეს ენმ-ს შტაბში გაიმართა, სადაც განაცხადეს, რომ მმართველ პარტიას რუსთაველის ქუჩაზე ორი არაფორმალური შტაბი აქვს, სადაც სუსის და პოლიციის მაღალჩინოსანთა ჩართულობით, ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლისგან პასპორტი და პირადობის მოწმობების ჩამორთმევაზე მუშაობენ.