ახალი ამბები
ზუგდიდის მერიასთან აქცია - “ბრძოლა გამარჯვებისთვის, ბრძოლა მიშას თავისუფლებისთვის” მიმდინარეობს
FaceBook Twitter
E-mail Print
ამ წუთებში ზუგდიდში ენმ-ის ორგანიზებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს სახელოწოდებით - "ბრძოლა გამარჯვებისთვის, ბრძოლა მიშას თავისუფლებისთვის". შეკრებილთა მთავარი მოთხოვნა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაა, რომელიც მათი მტკიცებით, უკანონოდ დააკავეს. აქციაზე მონაწილეები საქართველოს დროშებით მივიდნენ. ამასთან, ყოფილმა ძალოვნებმა საქართველოს დროშა მუსიკის ფონზე შემოიტანეს.

აქცია გახსნა ყოფილმა ძალოვანმა ნიკო მიქაიამ. სწორედ ის მიმართავს ამ წუთებში შეკრებილებს. ნიკო მიქაია მიესალმა აქციის მონაწილეებს და ქვეყნის "მთავარსარდალ" მიხეილ სააკაშვილს. თქვა, რომ იბრძვიან იმისთვის, რომ ახალგაზრდებს ჰქონდეთ უკეთესი მომავალი, თავისუფალი ქვეყანა. ყოფილი ძალოვნის განცხადებით, არასდროს შეუსრულებიათ უკანონო დავალებები და მხოლოდ სახელმწიფოს ინტერესებით მოქმედებდნენ.

აქციის დაწყებამდე ჩართეს მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ვიდეომიმართვა, რომელიც მის ფეისბუკ გვერდზე ადრე გავრცელდა. ამ ვიდეოში ყოფილი პრეზიდენტი
საუბრობს, რომ არის მის საყვარელ სამეგრელოში, რომელიც ძალიან ენატრებოდა.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. ის უკვე 27-ე დღეა შიმშილობს, რითაც აპროტესტებს მის პატიმრობას და თავისივე საქმეზე დაკავებული პირების დაპატირებას. დღეს სააკაშვილმა უარი თქვა შიმშილობასთან დაკავშირებული ყველანაირი მედიკამენტის მიღებაზე.

დღესვე თბილისში, "ქართულმა ოცნებამ" შემაჯამებელი შეკრება გამართა და არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება დააანონსა.

მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. ასევე, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია "ტელეიმედი"-ს დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი - 9 024 367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე. აღნიშნულ საქმეებზე მიმდინარეობს განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში.

ზუგდიდში, ისევე როგორც კიდევ 19 ქალაქში მერი არჩევნების მეორე ტური გაიმართება. აქ ერთმანეთს "ქართული ოცნების" კანდიდატი მამუკა წოწერია და ენმ-ის წარმომადგენელი ანზორ მელია დაუპირისპირდებიან. მელიამ პირველ ტურში წოწერიაზე დაახლოებით 6%-იანი უპირატესობა მოიპოვა, თუმცა ვერ მიიღო ხმების 50%+1 ხმა, რის გამოც მეორე ტური დაინიშნა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.