ახალი ამბები
ხმა მომეცით, ამათი ნუ შეგეშინდებათ - ანზორ მელია ზუგდიდელებს
FaceBook Twitter
E-mail Print
მოგესალმებით ჩემო ზუგდიდელებო, ჩემო სიყმაწვილის ქალაქო. მადლობა ყველაფრისთვის, რაც თქვენ გააკეთეთ თქვენი თავდადებით, თქვენი შეუპოვრობით, თქვენი სიყვარულით, - ამ სიტყვებით მიმართა ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ანზორ მელიამ ქალაქის ცენტრში შეკრებილ მოქალაქეებს.

მისი სიტყვებით, პირველი დიდი რაუნდი მოიგეს და ერთობამ გაიმარჯვა. მანვე მოუწოდა ამომრჩევლებს, ხმა მისცენ მეორე ტურშიც. გამარჯვების შემთხვევაში, აღნიშნა, რომ "ბაბაიაგა" არ არის და მერიაში დასაქმებულ ყველა კვალიფიციურ, ღირსეულ ადამიანთან ითანამშრომლებს. ანზორ მელიას სიტყვებით, მერია კორუფციისგან უნდა გაათავისუფლოს. ის ასევე დაჰპირდა ამომრჩეველს, რომ სკოლაში 14 ათასამდე ბავშვს უფასო კვება უნდა ჰქონდეს.

"ხმა მომეცით, 30-ში მოდით. ამათი ნუ შეგეშინდებათ. ზეწოლას უარი. მე ვიქნები ყველას მეგობარი მერი. ჩემი, როგორც ექიმ აზორ მელიას ტელეფონი მუდმივად ჩართულია. ისე იქნება მერობის დროს", - აღნიშნა ენმ-ს კანდიდატმა.

ანზორ მელიას თქმით, ის გამარჯვების შემთხვევაში იქნება ყველას მერი, განურჩევლად მოქალაქეტა პოლიტიკური კუთვნილებისა. ამბობს, რომ საკმარისია სიძულვილის ენით ლაპარაკი, პოლიტიკური ნიშნით განსხვავება. ეს წარსულს უნდა ჩააბარონ.

"მე მინდა ჩემი ზუგდიდი დავამსგავსო იმ ქალაქს, რომელიც იყო ჩემი ახალგაზრდობის დროს. 15 წელიწადი ზუგდიდში ვცხოვრობდი, სიკეთის, სილამაზის, ურთიერთობის სიყვარულის ქალაქში. ზუგდიდს გააჩნია ძალიან დიდი პოტენციალი. ჩვენ გვინერგავენ მუდმივად, რომ არ გვაქვს ბუნებრივი რესურსები, უნდა ვიყოთ ღარიბები, ქუთაისიდან უნდა ავიღოთ ბილეთები და 35 ევროდ გავფრინდეთ უცხოეთში. როგორც რაისა გორბაჩოვა ამბობდა, კარგია საქართველო ქართველების გარეშე, ისე უნდათ ამათ საქართველო, მაგრამ ვერ მოესწრებიან, იმიტომ, რომ თქვენ ჩვენთან დგახართ. ძალა ერთობაშია. ჩვენ გავიმარჯვებთ აუცილებლად. მე ამის მჯერა.

მე დამწამეს ცილი, რომ ზუგდიდი არ ვიცი, რადგან 15 წლის შემდეგ მხოლოდ მშობლებთან ჩამოვდიოდი, ისიც რამდენიმე დღით. იცით, რომ ექიმის პროფესია მძიმეა და არ შეიძლება ავადმყოფების მიტოვება. მაგრამ, ზუგდიდშიც რომ ვცხოვრობდი, ქალაქის ცენტრის გარდა, პიონერთა სასახლის გარდა, დადიანის კინოთეატრის გარდა არაფერი არ ვიცოდი. არ იცისო სოფლები. ახლა ბატონო მთვრობა, მომისმინეთ, ყველა სოფელი ორჯერ შემოვიარე, ათიათასობით ადამიანს შევხვდი. ღმერთის, რომ არ მომკლა ისე, რომ არ მენახა ჩემი მეგრელი ხალხის სიყვარული ჩემს მიმართ და ჩემი ნიკას მიმართ. როცა შევდივარ სოფლებში, ამ მოწესრიგებულ ეზოებში, მეხვევიან. ამაზე დიდი ბედნიერება მშობლისთვის არ არის", - განაცხადა ანზორ მელიამ.

აქცია ზუგდიდის ცენტრში ამ წუთებშიც გრძელდება. შეკრებილებს მიხეილ სააკაშვილის მიმართვაც წაუკითხეს.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.