ენგურის ხიდი ისევ ჩაიკეტა
ენგურის ხიდი დღეს დილიდან ცალმხრივად ისევ ჩაიკეტა. გადაადგილება
მხოლოდ სამეგრელოდან
აფხაზეთის მიმართულებითაა შესაძლებელი. სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურის ცნობით, მიმდინარე წლის 28-30 ოქტომბერის ჩათვლით,
ოკუპირებული აფხაზეთიდან ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი
ტერიტორიის მიმართულებით გადაადგილება უკანონოდ შეიზღუდა ყველა
პირისთვის, სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე ადამიანების
გარდა.
"მსგავსი უკანონო გადაწყვეტილებები ხშირად უკავშირდება სხვადასხვა გამოგონილ მიზეზებს. მათ შორის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მიმდინარე არჩევნებთან დაკავშირებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე ე.წ. უსაფრთხოების უზრუნველყოფას. რუსეთის საოკუპაციო ძალების მსგავსი დამაზიანებელი გადაწყვეტილებები 2021 წლის მუნიციპალური არჩევნების პირველ ტურთან დაკავშირებითაც დაფიქსირდა", - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.
მათივე ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით, ცენტრალური ხელისუფლების მიერ გააქტიურებულია "ცხელი ხაზი" და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
ენგურის ხიდი არჩევების პირველი ტურის წინაც ჩაიკეტა. გადაადგილება მხოლოდ ზუგდიდიდან აფხაზეთის მიმართულებით იყო შესაძლებელი. მაშინ სუს-ში გვითხრეს, რომ ხიდი ცალმხრივად საოკუპაციო რეჟიმმა ჩაკეტა.
შეზღუდვა არ ეხებოდათ ენგურჰესის თანამშრომლებს.
18 ოქტომბერს ენმ-მ განაცხადა, რომ სუსი ოკუპანტებთან ენგურის ხიდის ჩაკეტვაზე მუშაობდა. ოპოზიციური პარტიის მტკიცებით, დევნილები ოპოზიციის მხარდამჭერები არიან და ეს ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცის. ამიტომაც არ სურთ მათი მეორე ტურში მონაწილეობა. ანა წითლიძის თქმით, მოლაპარაკებებს ამ საკითხზე რუს ოკუპანტებთან ხელისუფლების დავალებით, "ენგურჰესის" თანამშრომლები აწარმოებდნენ.
ბრალდებები უარყვეს "ენგურჰესში".
ზუგდიდსა და საქართველოს კიდევ 19 მუნიციპალიტეტში არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება.