ახალი ამბები
ხელისულების დავალებით სამხედროები, ზუგდიდში არჩევნების გაყალბებაში მონაწილეობენ - ენმ
FaceBook Twitter
E-mail Print
ხელისუფლება სამხედრო პირებს, რომლებიც სახელმწიფოს უნდა ემსახურებოდნენ "ქართული ოცნება" ვიწროპარტიული ინტერესებისთვის იყენებს. განაცხადა ენმ-ის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ანა წითლიძემ. პარლამენტარის ინფორმაციით, ამის ერთ-ერთი მაგალითია ის, რომ სენაკის მე-2 ბრიგადის ბატალიონების შემადგენლობა იძულებით მიიყვანეს მმართველი პარტიის აქციაზე.

ამასთან, მისი ცნობით, ორი დღის წინ ზუგდიდში ქართული ოცნების შტაბში იმყოფებოდნენ დასავლეთ ოპერატიული დაჯგუფების სარდალი, გენერალი კობა გრიგოლია და სენაკის მე-2 ბრიგადის მეთაური ირაკლი ჭითანავა. წითლიძის განმარტებით, ეს ადამიანები ახორციელებენ ზეწოლას სამხედროებზე და მათგან ითხოვენ კოორდინატორის ფუნქციების შეთავსებას.

ოპოზიციურ პარტიაში ამბობენ, რომ თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის უფროსის მოადგილე, კობა ახვლედიანი, სუსის დავალებით მონაწილეობს არჩევნების გაყალბების პროცესში. წითლიძის მტკიცებით, ის იმყოფებოდა ზუგდიდში აშინებდა იძულებით გადაადგილებულ პირებს და განაგრძობს მათთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევას.

ენმ-ის განცხადებით, ზუგდიდში არჩევნების გასაყალბებლად გამოგზავნეს სუსის ახალი ჯგუფები და სუსის წარმომადგენლები თბილისიდან, გორიდან და ბორჯომიდან. ისინი ზუგდიდის სასტუმროებში გადაანაწილეს კონკრეტული დავალებების მოლოდინში.

ანა წითლიძის ცნობით, ჭითაწყარში, ცაიში, ურთაში ე.წ. "კარგი ბიჭი", მეტსახელად "საჯო", მმართველი პარტიის აქტივისტის, გამგებლის ყოფილი მოადგილის, გიზო სართანიას დავალებით, საავადმყოფოს უბანსა და ჭითაწყარში ახალგაზრდებს აშინებს და მათ ჰპირდება პრობაციის მოხსნას, ან შემცირებას და მართვის მოწმობების გაკეთებას, მმართველი პარტიისთვის ხმის მიცემის სანაცვლოდ.

მისივე თქმით, დაშინების და გაყალბების პროცესი მონაწილეობს ფოთში დაცვის პოლიციის თანამშრომელი შოთა წიწავა და ზუგდიდის მე-2 სამმართველოს ყოფილი უფროსის მოადგილე. ისინი ემუქრებიან მოსახლეობას სოციალური დახმარების შეწყვეტით ჭთაწყარში, ცაიშსა და ურთაში.

ჩამონათვალში მოხვდა ინგირში აღმოსავლური ორთაბრძოლის სკოლის ხელმძღვანელი ბაჩუკი ფარცვანია. წითლიძე ამბობს, რომ ის სუსის მართულ ე.წ. კარგ ბიჭ ბადრი გუგუჩიასთან და გელა ქობალიასთან ერთად, კანონიერი ქურდის, ირაკლი ყალიჩავას სახელით აშინებენ მოქალაქეებს ინგრიში და ზუგდიდის ქვედა ზონის დაბალ სოფლებში.

"ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ბოლო ორი დღეა ჩართულები არიან პირადობის მოწმობების ჩამორთმევაში, მოქალაქეთა დაშინებაში. ეს ადამიანები ცდილობენ შეუქმნან მოქალაქეებს განწყობა, რომ ისინი აკონტროლებენ მათ არჩევანს, იმისთვის, რომ მათი აქტივობა მეორე ტურში იყოს ძალიან დაბალი", - აცხადებს ანა წითლიძე.

მისივე თქმით, განცხადებით უკვე მიმართა პოლიციას და პროკურატურას, ამ ადამიანების წინააღმდეგ მოკვლევის დაწყების მოთხოვნით.

მანვე დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების მოლაპარაკებით რუს ოკუპანტებთან და "ენგურჰესის" დირექტორის, ლევან მებონიას დავალებით, ჩაიკეტა ენგურის ხიდი და დევნილთა ნაწილს არ ეძლევა საშუალება არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის, რაზეც რამდენიმე დღის წინ გამართულ ბრიფინგზე საუბრობდა. თუმცა, ენმ-ის წარმომადგენლის განმარტებით, თადარიგი დაიჭირეს და იძულებით გადაადგილებული პირები წინა დღეებში გადმოვიდნენ ზუგდიდში და ისინი 30 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.