სოხუმის განცხადებით, ენგურის ხიდი ეპიდვითარების მიზეზით ჩაკეტა
აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას
ავრცელებს
ენგურის ხიდზე გადაადგილებისცალმხრივად შეზღუდვაზე. განცხადებაში
აღნიშნულია, რომ 28-30 ოქტომბრის ჩათვლით, ეპიდემიოლოგიური
მდგომარეობის მიზეზით, ნაწილობრივი შეზღუდვები დაწესდა
"აფხაზეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე".
მანამდე ხიდის ჩაკეტვაზე განცხადება გაავრცელა საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა. სუსის თქმით, ეს გადაწყვეტილება უკანონოა, და რომ ოკუპირებული აფხაზეთიდან ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის მიმართულებით გადაადგილება უკანონოდ შეიზღუდა ყველა პირისთვის, სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე ადამიანების გარდა.
"მსგავსი უკანონო გადაწყვეტილებები ხშირად უკავშირდება სხვადასხვა გამოგონილ მიზეზებს. მათ შორის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მიმდინარე არჩევნებთან დაკავშირებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე ე.წ. უსაფრთხოების უზრუნველყოფას. რუსეთის საოკუპაციო ძალების მსგავსი დამაზიანებელი გადაწყვეტილებები 2021 წლის მუნიციპალური არჩევნების პირველ ტურთან დაკავშირებითაც დაფიქსირდა", - განმარტავს სუსი.
თუმცა სოხუმის განცხადებაში არჩევნები ნახსენები არ არის.
სამაგიეროდ, სწორედ 30 ოქტომბრის არჩევნებს უკავშირებს ენმ ხიდის ცალმხრივად ჩაკეტვას. მათი ინფორმაციით, "ქართული ოცნების" დავალებით, "ენგურჰესის" დირექტორმა ლევან მებონიამ ოკუპანტებთან მოლაპარკება აწარმოა ხიდის ჩაკეტვაზე, რადგან გალელების უმრავლესობა ოპოზციური პარტიის ამომრჩეველია და რომ მათ არ შეძლებოდათ არჩევნებში მონაწილეობა.
ბრალდებები კატეგორიულად უარყო ლევან მებონიამ. მაშინ განცხადება "ენგურჰესის" სახელითაც გავცელდა.
ენგურის ხიდი არჩევნების პირველი ტურის წინაც ჩაიკეტა. მაშინ განცხადება დე ფაქტო სუსს არ გაუვრცელებია.