მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მივიდა
პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტ
მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე
გრიგოლი მივიდა.
მას რუსთავის მე-12 სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკშვილი უკრაინიდან საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს. ყოფილი პრეზიდენტი რუსთავის #12-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება. მან შიმშილობა დაკავების დღიდან დაიწყო. ადვოკატების ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის თავს სუსტად გრძობს და საფრთხე ემუქრება მის სიცოცხლეს. ენმ-ის მხარდამჭერები ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით აქციებს ქვეყნის მასშტაბით მისი დაკავების დღიდან ატარებენ.
პროკურატურის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება. გარდა ამისა, სააკაშვილი ბრალდებულია "ტელეიმედის" დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი - 9 024 367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე და ამ საქმეებზე მიმდინარეობს განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში.