ახალი ამბები
მიწას, რომელსაც ოჯახთან ერთად 18 წელია ვამუშავებ, მართმევენ - ინგირის მცხოვრები
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის სოფელ ინგირის მცხოვრები ბეჟან გუგუჩია ამბობს, რომ მიწას კარგავს, რომელსაც 18 წელია ამუშავებს და მისი ოჯახის შემოსავლის ერთადერთი წყაროა. მის წინააღმდეგ სარჩელი ადგილობრივ სასამართლოში შპს "ნერგეტამ" შეიტანა. იურიდიულად ეს, ორ ჰექტარ-ნახევარი მიწა ინგირში, რომელსაც გუგუჩია ამუშავებს და კიდევ მიმდებარე მიწები, ჯამში 250 ათასი ჰექტარი, სწორედ "ნერგეტას" ეკუთვნის 2012 წლიდან.

ბეჟან გუგუჩიას თქმით, მან ამ მიწის დამუშავება 2003 წლიდან თვითნებურად დაიწყო. მოგვიანებით ათასი ძირი თხილი და 70 ძირი კაკალი მოაშენა. 2012 წელს, ტერიტორიის მესაკუთრე "ნერგეტამ" შესთავაზა, 2 ათას ლარად ეყიდა მისგან ეს მიწა. ერთი წლის შემდეგ როცა დაუკავშირდა, უკვე 2 ათასი დოლარი მოსთხოვეს. გუგუჩიას თქმით, ამ თანხას ვერ გადაიხდიდა. ის მიწით სარგებლობას ამ დრომდე აგრძელებს. დღეს შპს ითხოვს, რომ ბეჟან გუგუჩიამ გამოათავისუფლოს ტერიტორია, რადგან აქ კივის პლანტაციის მოშენება სურთ.

ბეჟან გუგუჩიას მიწის ყიდვა ადრეც სურდა, როცა დამუშავე დაიწყო, თუმცა ამბობს, რომ მაშინ ტერიტორია ასე ნაწილ-ნაწილ არ იყიდებოდა, სრულად უნდა ეყიდა, ამის შესაძლებლობა კი არ ჰქონდა. სულ 250 ათას ჰექტარ მიწას, მის გარდა კიდევ რამდენიმე ოჯახი ამუშავებდა. მათ კომპენსაცია, გუგუჩიას ინფორმაციით 5 ათასი ლარი, ერთი წლის წინ მიიღეს, თავად კი ამ თანხაზე უარი თქვა. განმარტავს, რომ სხვა ოჯახებს აქ მხოლოდ სიმინდის ყანები ჰქონდათ, თავად კი თხილი და კაკალი მოაშენა.

"რაღაც რეალური შემოთავაზება რომ იყოს, კი ბატონო, იმის გათვალისწიებით, რომ ინვესტიციებს დებს ადამიანი, ხალხს ასაქმებს, არ შევეჩხირებოდი, მაგრამ 9 წელი გავიდა და არაფერს რომ არ აკეთებს. ასე რომ მოეთხოვა თავიდანვე, ასე რომ წასულიყო საქმე, თავს დავანებებდი. ამდენი შრომა არ მექნებოდა. დღეს კი ასეთი ვითარების წინაშე დამაყენეს", - უთხრა ბეჟან გუგუჩიამ "ლაივპრესს".

მისი ადვოკატი თანდილა ჯოლოგუა ამბობს, რომ სარჩელის ხანდაზმულობის ვადა გასულია და ის მოსამართლეს არ უნდა მიეღო განსახილველად, მითუმეტეს, არ უნდა დააკმაყოფილოს. უფლებადამცველის განმარტებით, "ნერგეტას" წარმომადგენლებმა იცოდნენ, რომ ბეჟან გუგუჩია დაიწყებდა ზემდგომი ორგანოებისთვის მიმართვას, მედიას ჩააყენებდა საქმის კურსში, ამიტომ ისე გააკეთეს, რომ არ ყოფილიყო რაიმე სახის დავა მანამ, სანამ არ გავიდოდა მისი დაცვის ქვეშ მყოფის მხრიდან მიმართვის ხანდაზმულობის ვადა.

თანდილა ჯოლოგუას თქმით, შპს "ნერგეტამ" თავის დროზე ნაკლოვანი უძრავი ქონება შეიძინა შპს "მიწის რეაბილიტაციის სააგენტოსგან". ამბობს, რომ მის მეპატრონეებს, გერმანელ და ქართველ დირექტორს, კონსტანტინე ვეკუას და მფლობელ, გერმანიის მოქალაქე ჰანს ფრიდრიხ გუდვორდს უნდა შეემოწმებინათ და დაეთვალიერებინათ, თუ რას ყიდულობდნენ, თუმცა ეს ასე არ მოხდა. ადვოკატის მტკიცებით, ბეჟან გუგუჩია არასათნადო მოპასუხე მხარეა და სინამდვილეში მის ადგილას მიწის რეაბილიტაციის სააგენტო უნდა იყოს, რომელსაც ნაკლოვანი ნივთი გასაყიდად არ უნდა გამოეყანა, არამედ ჯერ უნდა გამოეთავისუფლებინა ის.

თავის მხრივ, შპს "ნერგეტას" წარმომადგენელმა ლიკა ხუბულიამ დღევანდელ სასამართლო პროცესზე აღნიშნა, რომ ბეჟან გუგუჩია წლებია თვითნებურად სარგებლობს მათი მიწით და არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, ტერიტორია არ გაუთავისუფლებია. მისი თქმით, მთლიანი ტერიტორია 2012 წლის 30 აპრილს, 87 644 ლარად შეიძინეს. იმ მონაკვეთზე, რომელსაც ბეჟან გუგუჩია ამუშავებს, კივის პლანტაციის მოშენება უნდათ, თუმცა არ ეძლევათ ამის საშუალება. მასთან, როგორც განმარტა, გაიმართა სხვადასხვა სახის მოლაპარაკებები, თუმცა უშედეგოდ. დღეს სთავაზობენ 3 ათას ლარს კომპენსაციის სახით და კიდევ 2 წლით მიწის სარგებლობის უფლებას აძლევენ, თუმცა ბეჟან გუგუჩია არ თანხმდება ამ წინადადებას.

საქმის განხილვა 10 ნოემბერს, 14:00 საათზე გაგრძელდება.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.