ახალი ამბები
სად ტარდება სამეგრელოში არჩევნების მეორე ტური და ვინ არიან კანდიდატები
FaceBook Twitter
E-mail Print
დღეს, 30 ოქტომბერს, მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტური იმართება. 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტში და 24 საარჩევნო ოლქში მუნიციპალიტეტის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. მოქალაქეები 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ წევრს აირჩევენ.

სამეგრელოში არჩევნების მეორე ტურია 7 მუნიციპალიტეტში: ზუგდიდში, სენაკში, მარტვილში, ხობში, წალენჯიხაში, ჩხოროწყუში და ფოთში.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, მერობის კანდიდატებს შორის ერთმანეთის კონკურენტები არიან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ანზორ მელია და "ქართული ოცნებიდან" მამუკა წოწერია.

გარდა ამისა, ზუგდიდში ამომრჩევლებს მეორე ტურში მოუწევთ საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის არჩევა ზუგდიდის მეოთხე ოლქში. კანდიდატები არიან "ნაციონალური მოძრაობიდან" ზვიად ჯღარკავა და "ქართული ოცნებიდან" ირაკლი ჯანაშია.

სენაკშიც აირჩევენ მერს და ორ მაჟორიტარულ ოლქში დეპუტატს.

მერობის კანდიდატები არიან: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - კობა ნაყოფია და "ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველო" - ვახტანგ გადელია.

რაც შეეხება ოლქებს:

მესამე ოლქში კანდიდატები არიან - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - ლაშა კუჭავა და "ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველო" - გიგა წურწუმია.

მერვე ოლქში - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - მამუკა აბშილავა და "ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველო" - შაქრო კოკაია.

მარტვილშიც აირჩევენ როგორც მერს, ასევე სამ მაჟორიტარულ ოლქში საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატს.

მერობის კანდიდატები არიან: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - თეიმურაზ ჯანაშია და "ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველო" - თორნიკე ჯანაშია.

ოლქებში:

მესამე ოლქში კონდიდატები არიან - "ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველოდან" გიორგი გაბუნია და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან"კობა ასაბაშვილი.

მერვე ოლქში ერთმანეთის კონკურენტები არიან პარტიიდან "გახარია ‒ საქართველოსთვის" ზურაბ ბიგვავა და "ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველოდან" მინდია გაბისონია.

მეცხრე ოლქში - "ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველოდან" გოგი ბასილაია და "ევროპელი სოციალისტებიდან"გიორგი ჯიჯელავა.

წალენჯიხაში აირჩევენ მერს და 5 ოლქში მაჟორიტარ დეპუტატებს.

მერობის კანდიდატები არიან: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - გიორგი ხარჩილავა და "ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველო" - გოგა გულორდავა.

ოლქები:

პირველ ოლქში - "ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველო" - ვალერიანე კვარაცხელია და გახარია ‒ საქართველოსთვის" გელა აბულაძე;

მეოთხე ოლქში - "ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველო" ლირა ღურწკაია და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - მამუკა მიქავა;

მეხუთე ოლქში "ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველო" - ნანა კეკუა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - ბელა კვირკვია;

მეექვსე ოლქი - "ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველო" - ვლადიმერ კვარაცხელია და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - რომან კვარაცხელია;

მეცხრე ოლქი - "ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველო" - ბაკურ სონგულია და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - დათო მესხია.

ჩხოროწყუში აირჩევენ მერს და 5 ოლქში დეპუტატებს:

მერობის კანდიდატები არიან: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - ბადრი ქარჩავა და "ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველო" - დათო გოგუა.

ოლქები:

პირველ ოლქში - "ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველო" - ჯანო პერტაია და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - რამაზ გულუა;

მეორე ოლქში - "ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველო" - მამუკა ფიჩხაია და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - ვარლამ სიჭინავა;

მეხუთე ოლქი "გახარია ‒ საქართველოსთვის" - შოთა წურწუმია და "ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველო" - დათო კვირტია;

მეექვსე ოლქი - "გახარია ‒ საქართველოსთვის" - ტარიელ შენგელია და "ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველო" - ნუგზარ ჯალაღონია;

მეშვიდე ოლქში - "გახარია ‒ საქართველოსთვის" - აჩიკო ცირამუა და "ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველო" - გოგა თოლორდავა.

ხობში
ჩატარდება მხოლოდ მერის არჩევნები. აქ კანდიდატები არიან: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - ბესიკი შენგელია და "ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველო" - დავით ბუკია.

ფოთის შემთხვევაში ირჩევენ მერს. აქაც ერთმანეთის კონკურენტები არიან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" - გიორგი უგულავა და "ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველოდან" - ბექა ვაჭარაძე.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.