ახალი ამბები
ჩვენს დამკვირვებელს ხელი დაარტყეს - მოძრაობა „საქართველოსთვის“
ხმაური იყო ზუგდიდში, მე-20 საარჩევნო უბანთან. ნიკა ნარსიას, მოძრაობა "საქართველოსთვის" დამკვირვებლის თქმით, მათ წარმომადგენელ ბექა პაპაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდა "მწვანე ალტერნატივა - მწვანე დედამიწის" დამკვირვებელი ჯონი ციმინტია.

მისი თქმით, პაპაშვილს მან სახეში ორჯერ დაარტყა. ნიკა ნარსიას ინფორმაციით, რომელიც ინციდენტის ადგილას იმყოფებოდა, უბანთან სიებით იდგნენ ადამიანები და როცა მივიდნენ და დაინტერესდნენ, თუ ვინ იყვნენ და რას აკეთებდნენ სიებით ხელში, ამან გამოიწვია ჯონი ციმინტიას გაღიზიანება.

"პოლიციელები იყვნენ და რეაგირება არ ჰქონიათ. ჩვენ თვითონ გავანეიტრალეთ სიტუაცია", - აღნიშნა მან.

თავის მხრივ, ჯონი ციმინტიამ თვა, რომ მას დედაზე შეაგინეს და ქალებს შეურაცხყოფა მიაყენეს, რის გამოც უბრალოდ ბექა პაპაშვილს "ხელი გაუწია".

ციმინტია და პაპაშვილი პოლიციამ ტერიტორიას გაარიდა.