ზუგდიდში მეათე საარჩევნო უბნიდან ენმ-ის ორი დამკვირვებელი გააძევეს
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" დამკვირვებლები, ქრისტინე
კოტრიკაძე და ანი ბალანჩივაძე
გააძევეს ზუგდიდის მეათე საარჩევნო უბნიდან. მათი მტკიცებით, ისინი
სრულიად უმიზეზოდ გააძევეს, მხოლოდ იმიტომ, რომ უბანზე საკუთარი
მოვალეობის შესრულებას ცდილობდნენ.
"დილიდან გვემუქრებოდნენ, არ გვაძლევდნენ რეგისტრატორის უკან დგომის უფლებას. გვითხრეს, რომ დაიცავითო დისტანცია ორი მეტრით და ორი მეტრის დიატანციაზე რას დავინახავდით?", -ამბობს გაძევებული ქრისტინე კოტრიკაძე.
როგორც დამკვირვებლები ირწმუნებიან, მათ დააფიქსირეს დარღვევა, როცა ერთ-ერთმა ამომრჩეველმა კომისიის წევრს დაანახა და გაასაჯაროვა საკუთარი არჩევანი და ამაზე შენიშვნის გაცემის შემდეგ, კომისიის წევრები მათ მიმართ აგრესიულები გახდნენ. ანა ბალანჩივაძის მტკიცებით, კომისიის თავმჯდომარე ხელით შეეხო და უჯიკავებდა კიდევაც. შეხლა-შემოხლისას კი ადგილზე გამოიძახეს პოლიცია. საბოლოოს კომისიამ მიიღო დამკვირვებლების გაძევების გადაწყვეტილება.

როგორც კომისიის თავმჯდომარე ნათელა მარსაგიშვილმა განაცხადა, ორივე დამკვირვებელი მათ მუშაობაში უშლიდა ხელს და ამიტომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება.
"მოგვმართავდნენ ყვირილით. რეგისტრატორებს დაადგნენ თავზე და არ აძლევდნენ მუშაობის უფლებას… 5-6-ჯერ მაინც მივეცი გაფრთხილება, რომ დაეცვათ 1 მეტრიანი დისტანცია. შემდეგ რეგისტრატორს რომ მივეცი ბიულეტენები, დაიწყეს ამის დათვლა და ამაზეც მივეცი შენიშვნა რა თქმა უნდა. ესეც არაფრად ჩააგდეს და ამიტომ, იძულებული გავხდით ამ ხერხისთვის მიგვემართა", - განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, სხვა მხრივ უბანზე სიმშვიდე იყო. გარდა ამისა, როგორც ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" ზუგდიდის ორგანიზაციი კოორდინატორი დავით ლოგუა ამბობს, მეათე უბანზე არაუფლებამოსილი პირების მხრიდან დაფიქსირდა არაერთხელ შეჭრა-შეღწევის მცდელობა.
"ამ პირებმა შეურაცხყოფა მიაყენეს ჩვენს დამკვირვებელსაც. გარდა ამისა, კომისიის წევრებიც იქცევიან საეჭვოდ, ემუქრებიან, ამ უბნიდან რომ გახვალ მერე რას იზამ. იკვეთება მუქარის კონტექსტი", - განაცხადა დათო ლოგუამ.
მისი სიტყვებით, გააფრთხილეს არაუფლებამოსილი პირები. ასევე,წიგნში შენიშვნა კომისიის თავმჯდომარის მიმართაც ჩაიწერა.