უბნებზე ხმაურის მიზეზი ენმ-ის აქტივისტები და პარტიასთან ასოცირებული არასამთავრობოები არიან - „ოცნება“
საარჩევნო უბნებზე ხმაურს და დაპირისპირებას "ქართული ოცნება" ენმ-ის
აქტივისტებს
და მათთან ასოცირებულ, პირდაპირ დაკავშირებული არასამთავრებო
სადამკვირებლო ორგანიზაციებს უკავშირებს. ამის შესახებ ზუგდიდის
მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი აცხადებს. მისივე ცნობით, რიგ
შემთხვევებში კი მიზეზი მედიის მხრიდან გარკვეული ინფორმაციის, ან
გარკვეული პროცედურების ცოდნის ნაკლებობაა.
"მე მთელი დღის განმავლობაში გადავადგილდებოდი სხვადასხვა უბანზე, ვაკვირდებოდი პროცესს. პროცესი მართლაც რომ მშვიდობიანად მიმდინარეობს, ამ გამონაკლისების გარდა, რომელიც მე თქვენ გითხარით. თუმცა აშკარად შესამჩნევია რომ თითოეულ უბანზე არის ადამიანების მობილიზება, უცხო პირების მობილიზება, რომლებიც არიან ჩამოსულები ზუგდიდში და მოქმედებენ არასამთავრებო ორგანიზაციის მანდატით. დაძაბულობა შეიქმნა რამდენჯერმე, თუმცა ყოველ ჯერზე ვცდილობთ შევინარჩუნოთ მაქსიმალური სიმშვიდე, არ ავყვეთ არანაირ პროვოკაციას", - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.
მისივე განცხადებით, სამართალდამცავები მოქმედებენ ოპერატიულად და თითოეულ შემთხვევაზე მოხდა შესაბამისი რეაგირება. ეს კი აუცილებელი პირობაა, რომ ზუგდიდში და მთლიანად ქვეყანაში, არჩევნები მშვიდად ჩატარდეს. ჩიქოვანი ამბობს, რომ სამართალდამცველების კონკრეტულ ღონისძიებებზე ვერაფერს იტყვის, თუმცა განმარტა, რომ ცალკეული ადამიანების მხრიდან იყო პროვოკაციული ქმედებები, რიგ შემთხვევებში დაუმორჩილებლობა, შეურაცხყოფა და შესაბამისად იმოქმედა პოლიციამაც.
"აქედან გამომდინარე, მე არ ვთვლი, რომ რაიმე ფორმით, თუნდაც სადამკვირებლო მისიას, სადამკვირებლო ფუნქციით ზუგდიდში ყოფნა აძლევს იმის საშუალებას ვინმეს, რომ სამართალდამცველებს შეურაცხყოფა მიაყენოს, ან კიდევ არ დაექვემდებარონ მათ კანონიერ მოთხოვნებს. ეს არის აბსოლიტურად ობიექტური რეალობა", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
ზუგდიდში, მეოცე უბანთან მომხდარი დაპირისპირების შედეგად რამდენიმე პირი დააკავეს. მათ შორის მათ შორის "აჭარის განვითარების ცენტრის" დამკვირვებელი გიორგი მუმლაძე, სავარაუდოდ სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით, და მოძრაობა "საქართველოსთვის" დამკვირვებელი ნიკა ნარსია, რომელიც გამოკითხვაზე წასვლას არ თანხმდებოდა და ძალის გამოყენებით წაიყვანეს.
დარღვევებზე დილიდან საუბრობს ენმ და ამ ყველაფერში მმართველ პარტიას ადანაშაულებს.