ენმ-ის პრესსამსახურის წარმომადგენლის თქმით, მას ხელი დაარტყეს
ზუგდიდში, კომბინატის დასახლებაში დაპირისპირება იყო 26 საარჩევნო
უბანზე.
"ნაციონალური მოძრაობის" პრესსამსახურის წარმომადგენელი ნენე
დალაქიშვილი, რომელიც ამ უბანზე იმყოფებოდა, ამბობს, რომ ფიზიკური
შეურაცხყოფა მიაყენეს.
მისი თქმით, უბანზე მივიდა, რადგან ჰქონდა ინფორმაცია ე.წ კარუსელის შესახებ. უბანთან მყოფმა უცხო პირმა მას აგრესიულად მიმართა და ხელი დაარტყა. ადგილზე იმყოფებოდა პოლიცია, რის შემდეგაც ვითარება განიმუხტა.
ამ და სხვა ინციდენტებზე ისაუბრა "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე მერაბ ქვარაიამ. ამბობს, რომ ძირითადად საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, ცალკეული გამონაკლისების გარდა. მისი ცნობით, ენმ-ის ლიდერები და მათი კანდიდატის პრესსამსახური ცდილობენ უბნებზე დაძაბულობის პროვოცირებას და სიმულაციას, თუმცა მათი აქტივი ასეთ ფაქტებს მშვიდად ხვდება.
"მსგავს პროვოკაციებს თან ახლავს ფეიკ ნიუსები დაძაბულობის იმიტირების შესახებ, სოციალური ქსელების თანხლებით", - აღნიშნა მან.