მე-10 საარჩევნო უბნიდან ენმ-ის კიდევ ერთი დამკვირვებელი გააძევეს
მორიგი დაპირისპირება მოხდა ზუგდიდში, ამჯერად მეათე საარჩევნო
უბანთან. საარჩევნო
უბნიდან გამოაძევეს ენმ-ის დამკვირვებელი მედეა ჯალაღონია.
მისი სიტყვებით, გააძევეს მხოლოდ იმიტომ, რომ აფიქსირებდა უხეშ დარღვევებს -"არჩევნების გაყალბებას".
მედეა ჯალაღონია ირწმუნება, რომ დილიდანვე აფრთხილებდნენ გაძევების შესახებ, საბოლოოდ კი, ეს ყველაფერი მოხდა ძალიან უხეში ფორმებით და სამართალდამცველებმა ის, როგორც დამნაშავე, ისე გამოიყვანეს.
დამკვირვებლის მტკიცებით, არ ხდება ბიულეტენებზე ბეჭდების დასმა და ხელმოწერა, რათა ოპოზიციურ კანდიდატ ანზორ მელიას ხმები წაართვან.
სამართალდამცველებმა მედია არ შეუშვეს ამ უბანზე, სადაც დაპირისპირება მოხდა. ამ ფაქტმა ჟურნალისტთა უკმაყოფილება გამოიწვია.
საბოლოოდ, მედიამ მედეა ჯალაღონიასთან გასაუბრება მხოლოდ მისი გამოძევების შემდეგ მოხერხა.
თავის მხრივ, საარჩევნო უბნის თავმჯდომარე ნათელა მარსაგაშვილი ამბობს, რომ მედეა ჯალაონია გაჰყვა გადასატან ყუთს, მოსვლისთანავე კი თავზე დაადგა რეგისტრატორს და ხელს უშლიდა მუშაობაში. მისი სიტყვებით, მიუხედავად იმისა, რომ მედეა ჯალაღონია გააფრთხილეს დაეცვა წესრიგი, ის არ დაემორჩილა მითითებას:
"მას არ ეკეთა ბეიჯი. როცა ვუთხარით გაეკეთებინა, თქვა, რომ ალერგია აქვს თოკზე. გამოვიძახე პოლიცია, რომელმაც მისცა გაფრთხილება დაეტოვებინა უბანი. ის არ დაემორჩილა და პოლიცია იძულებული გახდა ხელით გაეყვანა".
ნათელა მარსაგაშვილი ამბობს, რომ მედეა ჯალაღონიას გაძევების გადაწყვეტილება კომისიამ ხმათა უმრავლესობით მიიღო. რაც შეეხება ბრალდებას, რომ ბიულეტენებზე არ ხდება ბეჭდის დასმა და ხელმოწერა, უბნის თავმჯდომარის თქმით, ბოლოს როცა დაითვლიან, ყველაფერი გამოჩნდება.
ამ წუთებში უბანთან სიმშვიდეა. პოლიცია ადგილზე რჩება.
ამავე უბნიდან დილით, ენმ-ის კიდევ ორი დამკვირვებელი გააძევეს.