21-ე საარჩევნო უბნიდან ენმ-ის ორი დაკმვირვებელი გააძევეს
ზუგდიდში, 21-ე საარჩევნო უბნიდან ორი დამკვირვებელი გააძევეს.
ერთ-ერთია კომისიის
წევრი ენმ-დან თამარ ბლიაძე. ამბობს, რომ მისთვის მიზეზი არავის
აუხსნია, ისე გამოაგდეს პოლიციის დახმარებით უბნიდან.
თამარ ბლიაძის განმარტებით, მისი უბანზე ყოფნა არ უნდოდათ, რადგან აკონტროლებდნენ ვითარებას, რომ ე.წ. კარუსელი არ დაეტრიალებინათ. რადგან ეს ვერ მოახერხეს, მიიღეს მათი გაძევების გადაწყვეტილება.
"ოცნების დამკვირვებელმა თინათინ კაკაჩიამ გასცა ბრძანება და თავმჯდომარეც მას დაემორჩილა", - აღნიშნა მან და დასძინა, გაძევებამდე კაკაჩიამ მას უთხრა, რომ "დუმილი არის ოქრო".

მასთან ერთად გამოაძევეს ენმ-ის კიდევ ერთი წარმომადგენელი კობა ცეკვაშვილი. ისიც ყვება, რომ თინათინ კაკაჩიას მითითების საფუძველზე გააძევეს.
"დამიძახეს, კობა ცეკვაშვილი გაძევებული ხარო. რატომ მეთქი, ვიკითხე. კაკაჩიამ თითი გაიშვირა, გააძევეთო და გამაძევეს", - განმარტა მან.
თავის მხრივ, თინათინ კაკაჩია ამბობს, რომ ის "კავშირი მწვანე დედამიწის" წარმომადგენელია. მისი თქმით, მისი მისამართით ბრალდებები სიცრუეა.
"კაკაჩია იქით არის ოთახში და ბიულეტენებს ყრის ყუთშიო. იმ ოთახში მართლა ვიყავი, მაგრამ ყუთში კი არ ვყრიდი ბიულეტენს. როგორ მექნება მე ბიულეტენებთან შეხება", - უთხრა მან "ლაივპრესს".
ენმ-ის დამკვირვებლები კიდევ რამდენიმე უბნიდან გააძევეს.