გაიცა დავალება, რომ ჩვენი წარმომადგენლები კენჭისყრის ბოლო საათებში უბნებიდან გაყარონ - ენმ
მასიურად, ზუგდიდის ყველა უბანში დავალება არის გაცემული, რომ მოაწყონ
უბნებში
შიგნით პროვოცირება ჩვენი დამკვირვებლების, წარმომადგენლების და ბოლო
საათებში გაყარონ უბნებიდან, - განუცხადა ჟურნალისტებს ენმ-ის
წარმომადგენელმა, პარლამენტარმა ანა წითლიძემ, პოლიციის
სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ.
მან მოუწოდა ენმ-ის კომისიის წევრებს, წარმომადგენელს და დამკვირვებლებს, იბრძოლონ თითოეული ხმისთვის, მაგრამ იბრძოლონ მშვიდად, წყნარად ისე, რომ "ქართულმა ოცნებამ" ვერ მოახერხოს მასიურად უბნებიდან მათი გამოძევება. წითლიძის განმარტებით, ეს პროცესი უკვე დაწყებულია.
მისივე ინფორმაციით, კახათის ოთხივე უბანზე, სადაც ტრადიციულად "ნაციონალური მოძრაობა" ლიდერობს, ასევე დარჩელის 41-ე უბანში, მობილიზებულია დიდი რაოდენობა უცნობი ადამიანების, რომლებიც ამ უბნების დარბევას აპირებენ. მან ამის შესახებ პოლიციაშიც განაცხადა და ითხოვა სამართალდამცველთა დამატებითი ჯგუფები
"ის, რაც ხდება უბნებში გარეთ, ე.წ. ძველი ბიჭების მობილიზაცია, არის კანონდარღვევა და ეს არის დაპირისპირების პროვოცირება", - აღნიშნა მან.
ანა წითლიძის თქმით, პოლიციის უფროსისგან მოითხოვა განმარტება, თუ რატომ დააკავეს, და რომ ამის უფლება არ ჰქონდათ, თუმცა სამართალდამცეველებს მხოლოდ ის აინტერესებდათ, თუ სად იყო ბლოკნოტი, რის გამოც ის სამმართველოში გადაიყვანეს. მან უთხრა, რომ ეს ბლოკნოტი აღარ ჰქონდა.
ენმ-ის წარმომადგენელი, პარლამენტარი ანა წითლიძე, ამავე უბნის დამკვირვებელ თინათინ კაკაჩიასთან ერთად პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს. კაკაჩიამ, რომელიც "ოცნების" მხარდამჭერია, მაგრამ დამკვირვებლად "მწვანე დედამიწის" სახელითაა რეგისტრირებული, პარლამენტარი ბლოკნოტის მოპარვაში დაადანაშაულა.