ანზორ მელია 53%, მამუკა წოწერია 47% - „მთავარი არხის“ ეგზიტპოლის შედეგები
"მთავარი არხის" მონაცემებით, ზუგდიდში მერის არჩევნებში ენმ-ის
კანდიდატმა ანზორ
მელიამ გაიმარჯვა. მას ამომრჩევლის 53%-მა დაუჭირა მხარი, "ქართული
ოცნების" კანდიდატ მამუკა წოწერიას კი 47% აქვს.
თბილისი
ნიკა მელია 51%, კახა კალაძე- 49%
რუსთავი
დავით კირკიტაძე - 53%, ნინო ლაცაბიძე - 47%.
ქუთაისი
ხატია დეკანოიძე - 53%, იოსებ ხახალეიშვილი - 47%.
გამოკითხვა კომპანია "ანობამ" ჩაატარა, "იფსოსის" ნაცვლად, რომელთანაც "მთავარმა არხმა" თანამშრომლობა შეწყვიტა. ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, მიზეზი კონტრაქტის უხეშად და არაკეთილსინდისიერად დარღვევაა.
კერძოდ, 27 ოქტომბერს "მთავარმა არხმა" "იფსოსის" კვლევის შედეგები გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ ზუგდიდში ხმათა საგრძნობი უპირატესობა არჩევნების მეორე ტურის წინ, ენმ-ის კანდიდატ ანზორ მელიას აქვს. თუმცა, თავად "იფსოსის" გვერდზე საპირისპირო შედეგი დაიდო.