ახალი ამბები
დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში ოპოზიციას მოუწევს, არჩევნების შედეგების აღიარება - წოწერია
FaceBook Twitter
E-mail Print
დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში ოპოზიციას მოუწევს, არჩევნების შედეგების აღიარება, რადგან ეს არის ხალხის ნება, - განაცხადა ზუგდიდის მუიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა "ქართული ოცნებიდან" მამუკა წოწერიამ, რომელიც წინასწარი მონაცემებით, არჩევნების მეორე ტურში ლიდერობს.

ოპოზიციის განცხადებით, არჩევნები "გაყალბებული და გაუქმებულია", ამიტომაც გააგრძელებენ "უკომპრომისო ბრძოლას". დეტალური გეგმების შესახებ განცხადებას ოპოზიციაში დღეს გააკეთებენ. გარდა ამისა ენმ-ის წევრმა პარლამენტარმა ანა წითლიძემ აღნიშნა, რომ ზუგდიდში ყველა უბნის შედეგებს გაასაჩივრებს.

ოპოზიციის ამ განცხადების საპასუხოდ მამუკა წოწერიამ აღნიშნა, რომ უბნების ხელახლა გადათვლის შემთხვევაშიც, იგივე შედეგის მიღებაშია დარწმუნებული:

"რა თქმა უნდა ეს მათი უფლებაა გაასაჩივრონ სასამართლოში, გადათვალონ უბნები. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ გადათვლის შედეგიც იქნება იდენტური არსებული შედეგების, რადგან ყველაფერი განხორციელდა კანონიერად და კანონით გათვალისწინებულ ჩარჩოებში. რაც შეეხება ძველ ბიჭებს, არ ვიცი ამ კატეგორიაში ვის გულისხმობდნენ. მათ საარჩევნო უბნებზე ხვდებოდათ ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატი, მე, ჩვენი საკრებულოს დეპუტატები. ასე რომ ყველაფერმა ჩაიარა მშვიდ, კონკურენტულ ვითარებაში მიუხედავად მისა, რომ მათ ჰქონდათ უამრავი მცდელობა პროვოკაციების მოწყობისა და დესტრუქციის", - განაცხადა წოწერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მან ასევე ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადა და ყველა დაპირების შესრულებას შეჰპირდა:
"მე მათ ვპირდები, რომ ვიქნები მერი, თითოეული მათგანის მეგობარი, თითოეული მათგანის მსახური მიუხედავად მათი პოლიტიკური კუთვნილებისა და გემოვნებისა...რა თქმა უნდა ჩვენ ვიწყებთ იმ ჩვენი პრიორიტეტების განხორციელებას, რომელიც განვსაზღვრეთ მოსახლეობასთან ერთად. ეს არის ქალაქის და მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული განვითარების გაგრძელება და ტემპების გაზრდა", - განაცხადა მამუკა წოწერიამ.

ზუგდიდში დათვლილია ყველა, 109-ვე საარჩევნო უბანი. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, მმართველი პარტიის კანდიდატ მამუკა წოწერიას მხარი, ამომრჩეველთა 51,631%-მა დაუჭირა. ენმ-ის კანდიდატ ანზორ მელიას 48,369%-მა.

მეორე ტური სამეგრელოს 7 მუნიციპალიტეტში გაიმართა. წალენჯია ერთადერთია, სადაც ენმ-ის კანდიდატი იმარჯვებს.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.