ოპოზიცია სამოქმედო გეგმას ამომრჩეველს საღამოს 7 საათზე, პარლამენტთან გააცნობს
დღეს, საღამოს 19:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე, გაერთიანებული
ოპოზიცია ამომრჩეველს
სამოქმედო გეგმას გააცნობს. განაცხადა ენმ-ის ლიდერმა ნიკა მელიამ.
მისი თქმით, 30 ოქტომბერს ბრძოლა არ დასრულებულა და ის გაგრძელდება.
არ შეეგუებიან "გაყალბებულ" არჩევნებს
"არავის ჰქონდეს იმის ილუზია, რომ გაყალბებული, მოპარული არჩევნები რომელიმე ხელისუფალს, მით უმეტეს, ბიძინა ივანიშვილს, შერჩება", - აღნიშნა ნიკა მელიამ.
არჩევნების მეორე ტური 20 მუნიციპალიტეტში გაიმართა. წალენჯიხა ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც ენმ-ის მერობის კანდიდატს ხმათა უმრავლესობა აქვს.