ახალი ამბები
იყო ხარვეზებიც, მაგრამ არჩევნები შედგა - ცესკოს თავმჯდომარე
FaceBook Twitter
E-mail Print
საარჩევნო პროცესი იყო საკმაოდ კონკურენტული. იყო ხარვეზებიც, თუმცა საერთო ჯამში არა მარტო ჩვენი შეფასებით, საუბნო საარჩევნო კომისიებში მისულ ამომრჩეველს დახვდა კოვიდ უსაფრთხო და პროფესიულ დონეზე ორგანიზებული საარჩევნო გარემო, - განაცხადა ბრიფინგზე ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა.

მისი თქმით, მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში, მცირ ხნით შეფერხდა კენჭისყრის პროცესი რამდენიმე უბანზე კონკრეტული ინციდენტების გამო, რასაც მთლიან კენჭისყრის პროცესზე გავლენა არ მოუხდენია.

ცეკოს თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ამომრჩეველს აქტიურობისთვის. კენჭისყრაში 1 025 406-მა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა.

"არჩევნების მეორე ტური შედგა და მინდა მადლობა გადავუხადო ასევე საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს: სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მედიას, საარჩევნო სუბიექტებს, რომლებიც აქტიურად აკვირდებოდნენ არჩევნებს", - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ.

საარჩევნო ადმინისტრაცია კანონმდებლობის მიხედვით, მეორე ტურის შედეგებს ოფიციალურად აჯამებს არაუგვიანეს 13 ნოემბრისა, კანონმდებლობით გაწერილი ყველა პროცედურის შესრულებისთანავე.

რაც შეეხება საჩივრებს, საოლქო საარჩევნო კომისიებში გუშინ სულ 272 საჩივარი შევიდა. აქედან 121 იყო დამკვირვებლების მიერ წარდგენილი, ხოლო 151 - საარჩევნო სუბიექტების მიერ. მათი უმეტესობა შეეხებოდა პროცედურულ დარღვევებს. დეტალურ სტატისტიკას საჩივრებთან მიმართებაში საარჩევნო ადმინისტრაცია უახლოეს მომავალში წარუდგენს საზოგადოებას.

საარჩევნო ადმინისტრაცია განახორციელებს გადათვლის პროცედურებს. თითოეულ საარჩევნო ოლქში, სადაც ჩატარდა არჩევნების მეორე ტური, წილისყრით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლინდება 5-5 საარჩევნო უბანი და საერთო ჯამში 150-მდე უბნის მონაცემები გადაითვლება.

არჩევნები რომ შედგა, ცესკოს ამ განცხადებას ოპოზიცია არ იზიარებს. მათი თქმით, არჩევნები გაყალბდა, რასაც არ შეეგუებიან. ისინი დღეს, საღამოს 7 საათზე, პარლამენტთან გააჟღერებენ სამოქმედო გეგმას.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში დღეს
19:28 / 18.05.2022
ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში დღეს "მთავარი არხის" მხარდამჭერი აქცია გაიმართა. შეკრებილებმა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბრიუსელში სამუშაო
ვიზიტის ფარგლებში,
18:41 / 18.05.2022
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში,
საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ ინიცირებული ცვლილებები,
რომელიც ახლებურად არეგულირებს
15:58 / 18.05.2022
საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ ინიცირებული ცვლილებები, რომელიც ახლებურად არეგულირებს
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
180-მდე ადამიანი არ შემოვუშვით, მათში ალბათ „დოჟდის“ ჟურნალისტიც მოჰყვა - შს მინისტრი
შინაგან საქმეთა მინისტრი უარყოფს ინფორმაციას, რომ უპრეცედენტოდ მოიმატა საქართველოში რუსეთის
ქალთა გაძლიერებისთვის მებრძოლი ფერმერი სოფელ კახათიდან [ვიდეო]
დილაადრიან, როცა ჯერ კიდევ ბნელა და მხოლოდ მამლების
„ჩემი მორდუ“ -  როგორ მუშაობს რეგიონში პირველი ხანდაზმულთა ცენტრი [ვიდეო]
თამაშში ყველაზე მეტად მე მიმართლებს და ვიგებ კიდევაც,
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.